info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

მაკა ჩინიჯიშვილი

„დროის ბანკის“ ექსპერტი

მაკა ჩინიჯიშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდს 2011 წელს შეუერთდა. ის ცენტრის ერთ–ერთი სერვისის, ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის“ ექსპერტია. მაკა აქტიურადაა ჩართული საქართველოში “დროსი ბანკის” პლატფორმის დანერგვის პროცესში. მისი პასუხისმგებლობაა „დროის ბანკი“ შესთავაზოს პროფესიულ ჯგუფებს, მათ შორის პედაგოგებს, სამოქალაქო საზოგადების ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებს. 

2014 წლამდე ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ კოორდინატორი იყო, მაკას მოვალეობაში შედიოდა პროგრამის სამიზნე სკოლებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან კომუნიკაცია, სამოქალაქო კლუბების ფორმირების ხელშეწყობა და  საგრანტო კომპონენტის კოორდინირება. ორგანიზაციაში მუშაობის მანძილზე იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი. 

მაკამ აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ფილოლოგიაში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. წლების განმავლობაში მაკა ადგილობრივ მედია გამოცემებში რეპორტიორის, ჟურნალისტის და პასუხისმგებელი რედაქტორის პოზიციებზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს ჩართული იყო რამდენიმე პროექტში, მათ შორის როგორც ტრენერი და ფილმის პროდიუსერი.