info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ავთანდილ მაჩიტაძე

„დროის ბანკის“ ექსპერტი

ავთანდილ მაჩიტაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2017 წელს შეუერთდა. ის ცენტრის ერთ–ერთი სერვისის, ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკი“ ექსპერტია. მის მოვალეობაში შედის „დროის ბანკი“ სისტემის ადმინისტრირება, პოპულარიზაციის გზების დაგეგმვა და წარმართვა, პრეზენტაციების და შეხვედრების ორგანიზირება და ჩატარება. 

ავთანდილ მაჩიტაძე იყო საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტი 2013–16 წლებში, ის ასევე მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, თვითმომსახურების სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ვებ-პლატფორმების ადმინისტრირებასთან.

ავთანდილ მაჩიტაძემ აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას საფინანსო და სადაზღვეო საქმის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო განათლების მეცნიერებების მართვაში, მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.