info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ეკა არველაძე

პროექტის კოორდინატორი

ეკა არველაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2011 წლიდან შეუერთდა. 2015 წლიდან იგი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭრის“ (PITA)  პროგრამის კოორდინატორია. პარალელურად მუშაობდა მეწარმე ქალთა ფონდში მენტორის პოზიციაზე. იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის“ თემის მობილიზატორი ქალაქ ქუთაისში. მუშაობდა World Vision საქართველოს იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის შუალედური შეფასების კოორდინატორად, ასევე ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის „ისმის ქალის ხმა? ქალთა მოძრაობების განვითარება საქართველოში“ ტრენერად. 

აქვს მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით ახალგაზრდების განწყობის შესწავლა“ კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება. იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები“ იმერეთის რეგიონის კოორდინატორი.

აკადამიური განათლება ეკა არველაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტზე, პედაგოგიკისა და გერმანული ენის სპეციალობით მიიღო. მაგისტრის ხარისხიც ამავე უნივერსიტეტში განათლების მართვის მიმართულებით მიენიჭა.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად ეკა არველაძე არარერთი ტრენიგ-სემინარის და სასწავლო კურსის მონაწილე იყო. მას განსაკუთრებულად აინტერესებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის და მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა თანამონაწილეობის საკითხები.