info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

თეა შელია

პროგრამის კოორდინატორი

თეა შელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის თანამშრომელია ორგანიზაციის დაარსების დღიდან. იგი ცენტრის პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა პოზიციიდან იყო ჩართული. 2018 წლიდან პროგრამის  „მომავლის თაობა“ კოორდინატორია იმერეთის რეგიონში, ასევე არის ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი.

თეას პასუხისმგებლობაა მობილიზება გაუკეთოს ტრენინგ-კურსების მსმენელთა ჯგუფებს, უზრუნველყოს დაგეგმილი ტრენინგის დროულად და ხარისხიანად ჩატარება და მიმდინარეობის  პროცესის კონტროლი და შეფასება. თეა ზრუნავს ტრენინგ-პროგრამებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის, მოდულის, მეთოდოლოგიისა და სასწავლო მასალების მომზადებაზე, მისი პასუხისმგებლობაა დაამყაროს პარტნიორული და ქსელური კავშირები საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.

აკადემიური განათლება თეა შელიამ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში  ბიოტექნოლოგიის სპეციალობით მიიღო. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგი არაერთი მოკლე სასწავლო პროგრამის მონაწილე იყო. სწავლობდა პროექტის ციკლის მართვას ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში. ჩართული იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტში „ვის ეშინია ფემინიზმის“ და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.