info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

მარიამ ლომიძე

ოფისის მენეჯერი


მარიამ ლომიძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. იგი ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და მისი პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ყველა აქტივობის ტექნიკურ გამართულობაზე მარიამი ზრუნავს. 

მარიამს ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო სექტორში ოფისის მენეჯერის, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის და თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობდა. 

აკადემიური განათლება მარიამმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. იგი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ხოლო თარჯიმან-რეფერანტის მაგისტრის წოდება ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა. 

კვალიფიკაციის ასამაღლებლად მარიამი ჩართული იყო სხვადასხვა ტრენინგ და საგანმანათლებლო პროგრამაში.