info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ანდრო აგაბაშვილი

ბიზნეს კონსულტანტი

ანდრო აგაბაშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2013 წელს შეუერთდა. 3 წლის განმავლობაში იგი სოციალური მეწარმეობის კონსულტანტი იყო და ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის კონცეფციის დანერგვაში ეხმარებოდა. დღეს ანდრო რესურსცენტრის კონსულტანტია და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ბენეფიციარებს ბიზნესკონსულტაციას უწევს და ტრენინგებს უტარებს. სხვადასხვა დროს ანდრო ბიზნესკონსულტირების ცენტრების ასოციაცის მრჩეველი და საერთაშორის განათლების და განვითარების აკადემიის კონსულტანტი იყო. 

ანდრომ აკადემიური განათლება საქართველოს სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტში ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით მიიღო. მან კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა დროს აგრომარკეტინგის, სოციალური მეწარმეობის, ბიზნესის კონსულტირების და ადვოკატირების სასწავლო პროგრამები და ტრენინგ–კურსები გაიარა. 

ანდრო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი პროფესიული განათლების  პროგრამის კუსდამთავრებულია. პროგრამა სოფლის მეურნეობას ეძღვნებოდა, რომლის ფარგლებში ანდრო აგრომარკეტინგს დაეუფლა. ანდრო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ევრაზიის ფონდის ტრენინგ-მოდულის მონაწილეცაა. სასწავლო პროგრამა ეკონომიკის და ბიზნესკონსულტირების საკითხებს ფარავდა. მარკეტინგი და ფინანსური მართვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ოზურგეთის აგრობიზნესის ცენტრის ორგანიზებულ ტრენინგ-კურსზე შეისწავლა.

ანდრო არის სოციალური საწარმოს „ფარშევანგი“ ბიზნეს კონსულტანტი.