info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

გიორგი ჭუმბურიძე

ბიზნეს კონსულტანტი

გიორგი ჭუმბურიძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2009 წლიდან შეუერთდა. 2016 წლის აპრილიდან იგი სოციალური მეწარმეობის პროექტის ბიზნესკონსულტანტია. გიორგის პასუხისმგებლობაა სოციალური საწარმოების მენეჯერებს ბიზნესის დაგეგმვაში და ფინანსურ მართვაში კონსულტiრება გაუწიოს. 

გიორგი ჭუმბურიძე არის ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, იგი სალექციო კურსს პროექტების მენეჯმენტში, მარკეტინგის და ფინანსური მართვის მიმართულებით კითხულობს. გიორგი ჭუმბურიძის კვალიფიკaციის სფეროებია ფინანსური დაგეგმვა და ანალიზი, საინვესტიციო პროექტების მომზადება და შეფასება, მარკეტინგი და გაყიდვების სტიმულირება, ტრენინგების ჩატარება ბიზნესის დაგეგმვასა და ეფექტურ მენეჯმენტში.  სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა კომპანიის „სილქნეტი“ იმერეთის რეგიონის სერვისცენტრების უფროსად, ასევე იყო ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ბიზნესკონსულტანტი. 

გიორგი ჭუმბურიძემ აკადემიური განათლება მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკურ სკოლაში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით მიიღო. 

კვალიფიკაციის ასამაღლებლად გიორგი ჭუმბურიძე არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ. Erasmus+ პროექტის ფარგლებში იგი რუმინეთსა და იტალიას სტუმრობდა, სადაც აგრო და ეთნოტურიზმის განვითარების შესახებ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობდა. 

იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში, სადაც სოციალური მეწარმეობის იქაურ პრაქტიკას ეზიარა. გია ჭუმბურიძე სასწავლო ვიზიტით სტუმრობდა დიდ ბრიტანეთსაც, კარდიფში მან ბიზნესის დაგეგმვა და მარკეტინგი შეისწავლა.