info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ელიზაბეთ გარსია

მშვიდობის კორპუსის მოხალისე

ელიზაბეთ გარსია მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში. ელიზაბეთმა ბაკალავრის ხარისხი 2011 წელს სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვლევებსა და სისხლის სამართალში მიიღო. უნივერსიტეტში სწავლისას მან ფლორიდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დეპარტამენტში, როგორც არასრულწლოვანთა პრობაციის ოფიცერმა, სტაჟირება გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ, ფლორიდაში არაძალადობრივ დამნაშავეებთან პრობაციის ოფიცრად მუშაობდა.  

2018 წლის ივლისიდან ელიზაბეთი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შეუერთდა, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისე. მისი სამუშაო ფონდების მოძიების საქმეში დახმარებას, საგრანტო განაცხადების წერას, ანგარიშების რედაქტირებას გულისხმობს. ელიზაბეთი აგრეთვე ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამას „ინგლისურენოვანი სასაუბრო კლუბი“ და აქტიურადაა ჩართული კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის „ლიდერთა სკოლის“ შექმნის პროცესში. ის ატარებს ტრენინგებს – “საქართველო ანგრევს სტერეოტიპებს” და მართავს მშვიდობის კორპუსის თვითშეფასების და ლიდერობის ბანაკის სოციალური მედიის გვერდებს.