info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ნინო გვაგვალია

კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი

ნინო გვაგვალია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, კარიერის დაგეგმვის კონსულტანტია ზუგდიდში.  


ნინოს აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგრამის „უსახლკარო თუ სახლში?“ მკვლევარ–ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა ასოციაციის „ათინათი“  დასაქმების პროგრამის ადმინისტრატორად და ბიზნეს ტრენერის ასისტენტად. ჩართული იყო USAID Zrda პროექტის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სტაჟირების პროგრამაში. 


ნინომ აკადემიური განათლება ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის სპეციალობით მიიღო. კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთ ტრენინგსა და საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა. მისი ინტერესის სფეროები მონაცემთა დამუშავებას, ადვოკატირებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას მოიცავს.