info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ირმა ლალიაშვილი

დღის ცენტრის ფსიქოლოგი

ირმა ლალიაშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2014 წელს შეუერთდა. ის ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ფსიქოლოგია. აქვს კერძო მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

ირმა არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცენტრის ფსიქოთერაპევტი. მუშაობდა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ ხელმძღვანელად. ასევე იყო N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სოციალური განყოფილების ფსიქოლოგი. ირმას აქვს ქუთაისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მუშაობის გამოცდილება. იყო „საქართველოს  SOS - ბავშვთა სოფელი“ ქუთაისის ორგანიზაციის ფსიქოლოგი.

აკადემიური განათლება ირმამ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე პედაგოგ-ფსიქოლოგის სპეციალობით მიიღო. ასპირანტურა კი თბილისის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის  ინსტიტუტში გაიარა.