info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

შორენა მაისურაძე

დღის ცენტრის ფსიქოლოგი

შორენა მაისურაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წლიდან შეუერთდა. ამჟამად ის ცენტრის ბაზაზე საგურამოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ფსიქოლოგია.

შორენა მცხეთა-მთიანეთის მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონულ ორგანოში ფსიქოლოგ/კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა. იყო დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის შრომა-თერაპიის ინსტრუქტორი. შორენა ასევე კითხულობდა ლექციებს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელმწიფო ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. 

აკადემიური განათლება მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ასპირანტურაში სწავლა კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტში, სოციოლოგიის და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით განაგრძო.