info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ირმა ძნელაძე

ფინანსური მენეჯერი

ირმა ძნელაძე ორგანიზაციის დაარსების დღიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ფინანსური მენეჯერია. ირმას პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა, მიმდინარე პროექტების ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. 

ირმას ფინანსური ადმინისტრირების 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ცალკეული პროექტების ფარგლებში „World Vision” საქართველოს, ჰუმანიტარულ ცენტრის „აფხაზეთი“ და ტელეკომპანია „მეგა TV”-ის ფინანსური მენეჯერი იყო. მუშაობდა შპს „აუდიტ–სერვის ცენტრში“ და შპს „ენერგოტესტში“ ბუღალტრის პოზიციაზე. 

ირმას აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება. პროფესიული გამოცდილების მანძილზე, ის  კვალიფიკაციის ასამაღლებელ არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა.