info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ფილიპ ბინეკი

ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

ფილიპ ბინეკი მოწვეული პროფესიონალია, რომელიც გერმანულმა ორგანიზაციამ  „პური მთელი მსოფლიოსთვის“ 2019 წელს საქართველოში გამოგზავნა. მისი ჩამოსვლის მიზანია, დაეხმაროს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ორგანიზაციის განვითრების სტრატეგიის შემუშავებაში და მდგრადი და ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. 

2014 წელს დუალური განათლების ფარგლებში, ფილიპმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით მიიღო, სწავლის დროს, 3 წლის განმავლობაში, იგი გერმანიის ერთ–ერთ მთავარი ფინანსური მოთამაშისთვის, „კომერცბანკისთვის” “მუშაობდა. 

სწავლის დასრულების შემდეგ, ფილიპი კიდევ სამი წელი „კომერცბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერი იყო ფრანკფურტში, ლონდონსა და პრაღაში, სადაც საერთაშორისო საბანკო რეგულაციების მიმართულებით მუშაობდა. 

ფინანსურ სექტორში 6 წლიანი გამოცდილების შემდეგ ფილიპმა პროფესიული გამოცდილების გაფართოება გადაწყვიტა და 2017 წლის აგვისტოში, ტამპერეში, ფინეთში გადავიდა. სადაც სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი არჩევანი - სტატისტიკაზე და ეკონომიკურ მოდელებზე დაყრდნობით პოლოტიკის შემუშავება და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფორმირება“ ჩაირიცხა.

ფინეთში სწავლის მეორე წელს იგი პარალელურად ბავარიაში „წითელი ჯვრის“ სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობდა. მისი მიზანი იყო  ეპოვა ისეთი სამუშაო, სადაც ეკონომიკური გამოცდილების ჰუმანიტარულ სფეროში გამოყენებას შეძლებდა, რასაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში მუშაობით მიაღწია.