info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ნანა წოწონავა

ფონდების მოძიების კოორდინატორი

ნანა წოწონავა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2017 წლიდან შეუერთდა. ის ფონდების მოძიების კოორდინატორია. მისი პასუხისმგებლობა ორგანიზაციის პროგრამული მიმართულებების მიხედვით რესურსების მობილიზება და ფონდების მოძიებაზე ზრუნვაა. 

ნანა 15 წლის განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა. თავდაპირველად „თიბისი ბანკში“ უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, „ბანკი რესპუბლიკას“ საოპერაციო ჯგუფის უფროსი იყო. აქვს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ საზოგადოებრივი პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.  

ნანამ აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ასევე ბიზნესისა და მართვის სპეციალობას დაეუფლა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.