ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სახალხო დამცველის ოფისში გამართული შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობის შესახებ კვლევა გააცნო.

ახალგაზრდები გაეცნენ რა გამოწვევები არსებობს ქვეყანაში რათა ეს უფლება რეალიზდეს, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები და სხვა საკითხები.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტიანობა და შეესაბამება თუ არა იგი საერთაშორისო სტანდარტებს. შესწავლის შედეგად გამოკვეთა ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი მავნე ნივთიერებები და მათი წყაროები, შეფასდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა და შედეგებზე რეაგირების მექანიზმი.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღნიშნავს.

ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content