ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „სოციალური მეწარმეობა და ინოვაცია“

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის
ფარგლებში ორგანიზებული იქნა ონლაინ ტრენინგი თემაზე „სოციალური მეწარმეობა და ინოვაცია“,
რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება, სოციალური მეწარმეობის,
სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე, ბიზნესთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე და მიდგომებზე.

ტრენინგის მსვლელობისას, მოწვეულმა ტრენერმა, კრეატიული განვითარების
ცენტრის დამფუძნებელმა თეონა დალაქიშვილმა მონაწილეებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები:

– რა არის სოციალური მეწარმეობა;

– სოციალური მეწარმეობა VS საზოგადოებრივი ორგანიზაციები;

– სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები;

– სოციალური მეწარმეობის ფორმები და წარმატებული მაგალითები;

– რეინვესტირება, როგორ მოვიძიოთ თანხა?

ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC)

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
25 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმს ერთი მხრივ, „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს და, მეორე მხრივ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ, ბენეფიციარებს განმავითარებელი სათამაშოები
შესავალი/Introduction არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება,
Skip to content