ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, შპს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედში” ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი მედია წიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

- 25 იანვარი, 2023
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები