img

შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

62
პროექტის "ისწავლე დასაქმებისთვის" ფარგლებში, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა გუჯაბიძეს და გურიის რეგიონული სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ გელა ზოიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის საქმიანობები და სამომავლო გეგმები. 
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.