დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)
სრული ბიუჯეტი: $23,582
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $23,582
მიზანი: დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და პოზიტიური ცნობადობის გაზრდა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება
განხორციელებული აქტივობები:
- ჩატარდა რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით;
- შემუშავდა გზამკვლევი შშმ პირთა უფლებებზე და ხელმისაწვდომ სერვისებზე;
- ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნება და დაინერგება საქ. 3 მუნიციპალიტეტში
- საერთაშორისო სასწავლო ვიზიტს გაუკეთდა ორგანიზება საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ორგანიზება გაუკეთდება ტრენინგს;
- 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრო ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე;
- შეირჩა და დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის;
- 2 ადვოკატირების სემინარი ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე;
- დაფინანსდა 5 PR ღონისძიებება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის;
- მოეწყო 30 საჯარო დებატი შშმ პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით.