თინათინ საჩალელი

ოფისის მენეჯერი

თინათინ საჩალელი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდს 2021 წლის ივლისში შემოუერთდა. ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში, ქუთაისში შექმნილ „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში“ ოფისის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

თინათინს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2021 წელს თინათინმა წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდა ინგლისურ ენაში.

Skip to content