მაია ხვადაგიანი

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს   შემოუერთდა 2022 წლის 1 ნოებრიდან  ფინანსური მენეჯერის ასისტენტის  თანამდებობაზე. მისი მოვალეობა ფინანსური საქმიანობის პროცესებში ჩართვა, ცალკეული პროექტების ფინანსური საქმიანობის მართვა.

მაიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდიელბა აქვს, მუშაობდა შპს  „აუდიტ სერვის ცენტრში“ სამედიცინო დაწესებულების შიდა აუდიტის პოზიციაზე, ბოლო 15 წლის  მანძილზე მუშაობდა  სს ევექსის კლინიკების  ადმინისტრაციული და ფინანსური  მენეჯერის  პოზიციაზე.

მაიას აქვს უმაღლესი საინჟინრო და ეკონომიკური განათლება.

სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის პარალელურად იმაღლებდა კვალიფიკაციას საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში. მიღებული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

Skip to content