ნათია ჩუბინიძე

დასაქმების კონსულტანტი

ნათია ჩუბინიძე განათლების განვითარების და დასაქმების გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. ამჟამად დასაქმების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.

ნათია პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის)“ ფარგლებში ქუთაისში შექმნილ „დასაქმების ცენტრში“ სამუშაოს მაძიებლებს კონსულტაციას უწევს.  მის მოვალეობებში შედის: სამუშაოს მაძიებლის პირადი პორტფოლიოს, მონაცემთა ბაზების და სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მართვა; შესრულებული სამუშაოს შეფასება, გაანალიზება და ანგარიშის მომზადება; მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების  მხარდაჭერა პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების, სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებში და სხვა.

ნათიას 16-წლიანი უწყვეტი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში.

მას დამთავრებული აქვს ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი.

Skip to content