ფერიდე ლორია

დასაქმების კონსულტანტი

ფერიდე ლორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2011 წელს შემოუერთდა. მას მერე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში იკავებდა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ სპეციალური პედაგოგის და სოციალური საწარმოს ,,ფარშევანგი“ დირექტორის პოზიციას. ამჟამად ფერიდე დასაქმების კონსულტანტია. ის  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში ქუთაისში შექმნილ „დასაქმების მხარდაჭერის ცენტრში“ სამუშაოს მაძიებლებს კარიერულ კონსულტაციას უწევს.

ფერიდეს არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი ინკლიზური განათლების და კარიერული ქოუჩინგის მიმართულებებით.

მას დამთავრებული აქვს საქართველოს  სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის ს/მ და სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი და პედაგოგიური ცოდნის აფხაზეთის სახალხო უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტი.

Skip to content