ნინო გვაგვალია

თერაპიული სერვისების ორგანიზატორი

ნინო გვაგვალია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. ის EDEC-ის გუნდის წევრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გახდა. როგორც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტმა ზუგდიდის რეგიონში, მან  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზუგდიდში პროექტის მიზნების წარმატებით მიღწევაში. ამჟამად ის EDEC-ში თერაპიული სერვისების ორგანიზატორის პოზიციაზეა დასაქმებული.

ნინოს აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგრამის „უსახლკარო თუ სახლში?“ მკვლევარ–ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა ასოციაციის „ათინათი“ დასაქმების პროგრამის ადმინისტრატორად და ბიზნეს ტრენერის ასისტენტად. ჩართული იყო USAID Zrda პროექტის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სტაჟირების პროგრამაში. ნინომ აკადემიური განათლება ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის სპეციალობით მიიღო. კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაერთ ტრენინგსა და საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა. მისი ინტერესის სფეროები მონაცემთა დამუშავებას, ადვოკატირებას და საზოგადოებასთან ურთიერთობას მოიცავს.

Skip to content