ნინო კაკაბაძე

თერაპიული სერვისების ორგანიზატორი

ნინო კაკაბაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. ის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა და წარმატებით უძღვებოდა ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების მართვა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. ამჟამად ნინო თერაპიული სერვისების ორგანიზატორია.

ნინო მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუტორის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედიოდა სხვადასხვა პროექტების მართვა და ორგანიზება. 2018 წელს ნინომ მუშაობა პრობლემური აქტივების ბიუროში, პრობლემური აქტივების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე განაგრძო.

აკადემიური განათლება ნინომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი) მიმართულებით მიიღო და ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.

Skip to content