სოფო ონიანი

კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი

სოფო ონიანი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2014 წელს შეუერთდა. სოფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებით მომსახურების  პროგრამის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. EDEC–ში მისი პროფესიული გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას და მათთვის თანაბარი პირობების შექმნას უკავშირდება. დღეს ის კარიერული დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

სოფოს მოვალეობებში შედის დღის ცენტრების მონაცემთა ბაზის წარმოება, ბენეფიციართა შეფასება, მათთვის კარიერული ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება, ბენეფიციარებსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის პროცესის ფასილიტაცია და სხვა აქტივობები, რაც ბენეფიციართა დასაქმებას ემსახურება.

2008–2014 წლებში სოფო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში „აფხაზინტერკონტი“ ადმინისტრატორის და ტრენინგ–სემინარების მონიტორის პოზიციაზე მუშაობდა.

სოფომ აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღო, სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი კი, ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტში მიენიჭა.

Skip to content