თამარ კასრაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2018 წლიდან შეუერთდა. ამჟამად ის ცენტრის ბაზაზე საგურამოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ პედაგოგია. თამარი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობდა ქალაქ ცხინვალში. ასევე იყო სოფელ ძარწემის ბაგა-ბაღის გამგე.
აკადემიური განათლება მან იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებეში მიიღო და პედაგოგის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა . თამარი ასევე პროფესიონალი ექთანია, საექთნო საქმიანობას ის ქურთის კულტურის სახლთან არსებული სამედიცინო სახალხო უნივერსიტეტში დაეუფლა.