განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), 23 აპრილს ქალაქ ბათუმში პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართა.
ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ მიმდინარე მიღწევებს და არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, უნივერსიტეტების და სახელმწიფო უწყებების ურთიერთთანამშრომლობით ინკლუზიური განათლების ქსელის ჩამოყალიბების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.
პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.
პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.