„ჩვენ ვმუშაობთ მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათთვის შესაძლებლობების შექმნაზე. პროექტი ხელს უწყობს ზემო სვანეთში არსებული ახალგაზრდული საჭიროებებისა და გამოწვევების საზოგადოებამდე ხმის მიწვდენასა და წარმატებული ახალგაზრდული ინიციატივების პოპულარიზაციას“.
ანა ნიჟარაძე – ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრი
გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა იდეა, რომ ახალგაზრდული საჭიროებების ირგვლივ მოგვემზადებინა მულტიმედია მასალები და ამით მათი საჭიროებებისა და გამოწვევების ადვოკატირება მოგვეხდინა. გვსურდა მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, განსაკუთრებით ისეთი ახალგაზრდების, რომლებიც ზემო სვანეთის ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში ცხოვრობენ. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ზემო სვანეთში ახალგაზრდებისთვის ნაკლები შესაძლებლობებია, გვინდოდა სწორედ მათთვის შეგვექმნა პლატფორმა, სადაც შეძლებდნენ საუბარს და საკუთარი მოსაზრებების ერთმანეთთან გაზიარებას. EDEC- ის მიერ გამოცხადებულმა კონკურსსმა მე და დავით ნიჟარაძეს ამ იდეისთვის ფრთების შესხმის შესაძლებლობა მოგვცა.
საპროექტო იდეა ემსახურება, ზემო სვანეთში არსებული ახალგაზრდული საჭიროებებისა და გამოწვევების საზოგადოებამდე ხმის მიწვდენასა და წარმატებული ახალგაზრდული ინიციატივების პოპულარიზაციას. მიზნიდან გამომდინარე, საუკთესო გზად სხვადასხვა მულტიმედია მასალების მომზადება და სოც.მედია არხების საშუალებით მათი გაზიარება მივიჩნიეთ.
Პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებს გააერთიანებს. Პარალელურად, სხვადასხვა თემში მცხოვრებ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება ხმა მიაწვდინოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა თუ ინსტიტუტებს. წარმატებული ინიციატივებითა და ისტორიებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებში ავამაღლოთ მოტივაცია და ახალი შესაძლებლობების ძიების სურვილი