გამარჯვებული პროექტი ” ,,ფრანკლინის აკადემია: რუსთავის ნაკადი” ქვემო ქართლიდან

პროექტი ,,ფრანკლინის აკადემია: რუსთავის ნაკადი” თავისთავად მოიაზრებს რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიცაა: ეკონომიკა, დებატები, პოლიტიკური იდეოლოგიები, სამართალი, მედიაწიგნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები. ჩამოთვლილ საკითხებზე ჩვენს ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში მსჯელობა გვაკლია და ვთვლით, რომ სწორედ მოცემული პრობლემის აღმოფხვრაა პროექტის მთავარი მიზანი. 

 საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი, რომლის განხორციელება დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა. რუსთავში ვხედავდით პოტენციალს, თუ როგორ შეეძლოთ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს გამოეყენებინათ ის ცოდნა და გამოცდილება რასაც აკადემია იძლევა. ეს პროექტი არ შედგებოდა რომ არა ფრანკლინის კლუბის ლექტორების მხარდაჭერა. მათი და რასაკვირველია EDEC-ის გუნდის წყალობით არც ერთი კითხვა დარჩენილა პასუხგაუცემელი. შედეგად მივიღეთ ათობით მოსწავლე, ვისთვისაც რუსთავის ფრანკლინის აკადემიაში სიარული ცოდნის გაღრმავების მოტივაციად იქცა.  

მეტად საინტერესოა, როდესაც ხედავ და აკვირდები როგორ სწავლობენ, თავიანთ თავს აღმოაჩენენ, ინტერესდებიან პროექტში ჩართული ახალგაზრდები სხვადასხვა საკითხით. ერთი თვე თითქოს, ცოტა დროა, თუმცა, სამივე ნაკადის დასრულებისას მკვეთრად იგრძნობოდა ბავშვების ზრდა, თუნდაც, დებატებში, საჯარო საუბრებში; უფრო ღრმად შეეძლოთ გაეანალიზებინათ ეკონომიკური საკითხები და მეტად საფუძვლიანი კითხვები დაესვათ. მჯერა რომ ის ცოდნა რაც მონაწილეებმა კურსის განმავლობაში მიიღეს სხვა მრავალი პროექტის განხორციელებისას მეტად გამოადგებათ. 

პროექტში მონაწილეობით მიღებულმა გამოცდილებამ პროექტის მონაწილეებს, სამომავლო, უფრო დიდი მიზნების დასახვისკენ უბიძგათ. ვთვლი, რომ სწორედ მსგავსი პროექტებით შეგვიძლია განათლება სახალისო გავხადოთ, მრავლისმომცველი და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content