განათლების განვთარების და დასაქმების ცენტრსა (EDEC ) და ლატვიის უნივერსიტეტს „Ekonomikas un kultūras augstskola” (SI EKA ) შორის“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიცავს ისეთი აქტივობების განხორციელებას, როგორებიც არის: ეფექტური მექანიზმების შემუშავება და დანერგვა SI EKA-სა და EDEC-ს მიერ ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება, კონფერენციების მოწყობა; დაინტერესებული სტუდენტებისთვის ტრენინგებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა; ლექტორების მოწვევა და ლექციების ჩატარების უზრუნველყოფა ორივე მხარის საჭიროებების შესაბამისად; , სტუდენტების ინოვაციური პოტენციალისა და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარების მიზნით სტუდენტური ინოვაციური პროექტების განხორციელება და ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,