2022 წლის 17 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და გურიის რეგიონული ჰაბის – ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ – „პროგრესის სახლის“ ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, რეგიონში მოქმედი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პროფესიული სასწავლებლები.
ფორუმის მიზანი იყო გურიის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ ფორუმის მონაწილეების ინფორმირება.
ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო გურიაში მოქმედი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.
ფორუმზე, ლანჩხუთის ახალგაზრდულმა საბჭომ ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით აუდიტორიას მისი საქმიანობა გააცნო.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე „მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა“.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.