განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების დაცვისათვის აქცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) PITA – ახალგაზრდული ცენტრისა და პროექტის „მომავლის თაობა” სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვეითთა გადასასვლელებთან გამართეს. ახალგაზრდებმა სიმბოლური სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები იმ მძღოლებსა და ქვეითებს გადასცეს, რომლებმაც საგზაო მოძრაობის წესები დაიცვეს.
აქციაში მონაწილეობა, ახალგაზრდებთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაქარ ბაბუხადიამ მიიღეს.
„ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წლიდან იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) უკვე მოამზადა ვიდეო რგოლი, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის საჯარო პირობას დებენ.
#დადეშენიპირობა #საგზაოუსაფრთხოებისთვის #ProjectEDWARD #EDEC
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის / Georgia Alliance For Safe Roads
Project EDWARD