„საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების“ სკოლის მონაწილეები განათლების მკვლევარს, სიმონ ჯანაშიას შეხვდნენ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა და განათლების შესაძლებლობებს, ზოგადი განათლების პრობლემებს, დიფერენცირებულ სწავლებასა და მისაღებ გამოცდებს შეეხებოდა.
საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ და მასში მონაწილეობა შეუძლია VI-XI კლასის მოსწავლეებს.