წარმატების ისტორია გურიიდან

,,ბევრჯერ უნდა სცადო თუ გსურს ერთხელ გაიმარჯვო. უარი წარუმატებლობას არ ნიშნავს, პირიქით,  მოტივაციაა იბრძოლო უფრო დიდი წარმატებისთვის.’’

შოთა ერქომაიშვილი ამჟამად ,,ელიტ ელექტრონიქსში’’ კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.

სამუშაოს მაძიებელი ვიყავი და  ვთვლიდი რომ ბედი ყველგან უნდა მეცადა. ჩვენს დროში სოციალური ქსელებიდან შეგიძლია ნებისმიერი შესაძლებლობის შესახებ შეიტყო, ამიტომ მუდმივად თვალს ვადევნებდი ინფორმაციას დასაქმების მიმართულებით.

ოზურგეთის  კარიერული კონსულტაციის და დასაქმების სერვის ცენტრის შესახებაც ამ გზით გავიგე და მის წარმომადგენლებს დავუკავშირდი. ასე მოვხვდი მათთან და გავიარე ყველა ის ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემი დასაქმებისთვის. კონსულტირების საფუძველზე დასაქმების კონსულტანტებმა სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დამარეგისტრირეს და ჩემს უნარებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით ინდივიდუალური შეფასების გეგმა შეადგინეს. გამოიკვეთა რომ კომპეტენციების ამაღლების მიზნით, ვსაჭიროებდი სხვადასხვა ტრენინგ – კურსების გავლას,  ეს კი გახლდათ მეტი შესაძლებლობა, მეპოვა ჩემი თავი იქ, სადაც საკუთარი უნარების რეალიზებას შევძლებდი.

შემდეგ იყო ბათუმის დასაქმების ფორუმი, სადაც დამსაქმებლებთან გასაუბრების ცოცხალ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება შევიძინე. მოხდა ისე, რომ პირველ ცდაზე არავინ დამიკავშირდა. ბევრი არ მინერვიულია, პირიქით, აღმოვაჩინე, რომ  საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის გამოწვევის წინაშე ვიდექი და იმასაც მივხვდი, რომ ძლიერ ადამიანებად სწორედ ბარიერებთან გამკლავება გვაყალიბებს.

ბათუმის დასაქმების ფორუმის შემდეგ მსგავსი ღონისძიება, ოზურგეთშიც იგეგმებოდა. დასაქმების კონსულტანტებმა ამ შესაძლებლობის შესახებ შემატყობინეს. მეც უკეთ მომზადებული მივედი. გასაუბრებები რამდენიმე კომპანიასთან გავიარე. ელიტ ელექტრონიქსის დამსაქმებელთან გასაუბრება წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის და კონსულტანტის პოზიციაზე დავსაქმდი.

ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. არ ვჩერდები, მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და პროფესიულად გავიზარდო, რათა მომავალში უფრო მეტის გაკეთება შევძლო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content