შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ ბორჯომში მრგვალი მაგიდა გამართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 28 მაისს ბორჯომში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.

პროექტისა და დისკუსიის თემა მონაწილეებს ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ წარუდგინა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლაპარტია მიესალმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მარიამ გელაშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენელმა ისაუბრა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. მან ასევე წარადგინა ის მხარდამჭერი სერვისები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეიმუშავა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრებმა. მათ იმ გამოწვევებს გაუსვევს ხაზი, რასაც ყოველდღიურობისას აწყდებიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ჩამოთვლილი გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content