img

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ამანათები გადასცა

223

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „საპოვნელა“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სურსათის ამანათები გადასცა.

ლაშა გოგიაშვილი დღის ცენტრების აღსაზრდელთა პირობებითა და პრობლემებით დაინტერესდა და სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მათთან სტუმრობისა და აღსაზრდელთა გაცნობის პირობა დადო.

დღის ცენტრის ადმინისტრაციამ სასურსათო პროდუქტები ცენტრის ყველა ბენეფიციარს გადასცა.