img

ზუგდიდში საბავშვო ბაღის პედაგოგის თანაშემწის სასწავლო პროგრამის თეორიული ნაწილი ონლაინ მიმდინარეობს

175

ზუგდიდში, საბავშვო ბაღის პედაგოგის თანაშემწის მომზადება-გადამზადების კურსის მონაწილეები სასწავლო პროგრამის თეორიულ ნაწილს ონლაინ გადიან.

პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.