img

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაგეგმილმა შემეცნებით–საგანმანათლებლო ღონისძიებებმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა

21

თანამედროვე სამყარო პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაგეგმილმა შემეცნებით–საგანმანათლებლო ღონისძიებებმა დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საინტერესო ადამიანები ონლაინ ფორმატში აქტიურად ხვდებოდნენ მოზარდებს.

ფსიქოლოგები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები, მხატვრები, უფლებათა დამცველები, იურისტები, ექიმები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობდნენ როგორიცაა: ბავშვთა უფლებები, დანაშაულის პრევენცია, მოხალისეობის როლი, წიგნიერება, ბულინგი, და სხვა.
ეს ის თემებია, რომლებზეც სპიკერები კვალიფიციურ და ამომწურავ პასუხებსა და რჩევებს აძლევდნენ ახალგაზრდებს.

პროგრამა „მომავლის თაობა" მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.