img

საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება სოციალურ მეწარმეობაზე

23

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული იქნა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება სოციალურ მეწარმეობაზე, ამ მხრივ ცენტრის წევრებმა კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო მასალები გაავრცელეს.

ახალგაზრდებისთვის ასევე ჩატარდა ონლაინ ვებინარი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელსაც სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელი ლია ტაბატაძე უძღვებოდა. „ბაბალე“ თანაბარუფლებიან სამუშაო პირობებსა და სივრცეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ქმნის. ლია ტაბატაძემ ახალგაზრდებს გააცნო საწარმოს ისტორია, მუშაობის სპეციფიკა, სერვისები, ისაუბრა სოციალური საწარმოს შექმნის აუცილებლობაზე და საზოგადოებრივ სარგებელზე.

ღონისძიებებები ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).