info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

იალონი



სოციალური საწარმო - იალონი

ეზოს და ბაღის მოვლის სერვისი

                                                

სოციალური საწარმოს შესახებ


სოციალური საწარმო ,,იალონი“ შეიქმნა 2018 წელს სოფელ საგურამოში. ,,იალონი“ საგურამოსა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს სთავაზობს ეზოსა და ბაღის მოვლის სერვისს. საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა საშუალებას აძლევს. საწარმოს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროგრამასა და საწარმოს საქმიანობებში მონაწილეობა პროფესიული განათლებისა და დასაქმების პირველი გამოცდილებაა. ამასთანავე, დასაქმება, გარდა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა, მათთვის შრომა-თერაპიის როლს ასრულებს.


სოციალური საწარმოს მისია


თანამედროვე შრომის ღია ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითრეალიზების შესაძლებლობების შექმნა, მათი და მათი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვრევა.


სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი


საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასსა და გადახდის მოქნილ სისტემას. საწარმოს მრავალფეროვან მომსახურებას კიდევ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებლის საჭროებასა და სურვილზე მორგებული ინდივიდუალური სერვის პაკეტების მიწოდება.


  • ეზოს, ბაღის მოვლა;
  • გაზონის დაგება, მოვლა;
  • ფართობის  გათიბვა, გაწმენდა, დაბარვა, დახვნა;
  • ბუჩქებისა და ხეების დეკორატიული გასხვლა და ფორმირება;
  • ტალავერის გასხვლა;
  • მცენარეების შეწამვლა;
  • მცენარეების დარგვა და დათესვა;
  • ხეხილის, ნარგავებისა და ნათესების მორწყვა;
  • ხეხილის ჩამოკრეფა;
  • სქელქერქიანი ხეების გასუფთავება და შეთეთრება;
  • მცენარეების შეფუთვა;
  • ეზოს გაწმენდა ფოთლებისა და ნარჩენებისაგან;
  • მოპირკეთებული ეზოს ქიმიური დასუფთავება;
  • შეშის დამზადება და დასაწყობება;
  • ნარჩენების დატვირთვა, გატანა;
  • ეზოს გასუფთავება თოვლის საფარისგან.


დასუფთავება


  • ეზოს გაწმენდა ფოთლებისა და ნარჩენებისაგან;
  • მოპირკეთებული ეზოს ქიმიური დასუფთავება;
  • შეშის დამზადება და დასაწყობება;
  • ნარჩენების დატვირთვა, გატანა;
  • ეზოს გასუფთავება თოვლის საფარისგან.


სოციალური შედეგები


საწარმოს პროფესიული მომზადების სრული კურსი რვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გაიარა და ოთხი მათგანი დასაქმდა.