სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე ფართო და მრავალკომპონენტიანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პროექტი ხორციელდება. ყველა პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ლიბერალური ღირებულებების დანერგვას. სამოქალაქო აქტივიზმის, თითოეული ინდივიდის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, თანასწორობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებას. 

სახელი: თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

განხორციელების პერიოდი: 02.2018-01.2021

განხორციელების არეალი: დასავლეთ საქართველო

დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $23,582.55

მიზანი: დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და პოზიტიური ცნობადობის გაზრდა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება

დაგეგმილი აქტივობები:

  1. ჩატარდება რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით
  2. შემუშავდება გზამკვლევი შშმ პირთა  უფლებებზე  და ხელმისაწვდომ სერვისებზე
  3. ახალი სერვისი "შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნება და დაინერგება საქ. 3 მუნიციპალიტეტში
  4. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტს გაუკეთდება ორგანიზება საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით
  5. სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ორგანიზება გაუკეთდება ტრენინგს
  6. 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრება ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე
  7. შეირჩევა და დაფინანსდება 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის
  8. 2 ადვოკატირების სემინარი ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე
  9. დაფინანსდება 5 PR ღონისძიებება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის
  10. მოეწყობა 30 საჯარო დებატები შშმ პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით.


სახელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

განხორციელების პერიოდი: 01.01.2017-31.12.2020

განხორციელების არეალი: საქართველო

დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU), კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

პროექტის სრული ბიუჯეტი: 5 070 000€

მიზანი: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოება. 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: საქართველოს მოსახლეობა, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორი, კერძო და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: სამოქალაქო სექტორი

დაგეგმილი აქტივობები: 2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე  მეტი  სხვადასხვა  სახის  ღონისძიება  და  გაიცემა  80-მდე  გრანტი,  რითაც  ისარგებლებს  სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2000 წარმომადგენელი  მთელი საქართველოს მასშტაბით.

სახელი: ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)

განხორციელების პერიოდი: 08.2015-08.2020

განხორციელების არეალი: საქართველო

დონორები/პარტნიორები: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

სრული ბიუჯეტი:

EDEC-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად მიღებული ბიუჯეტი:

მიზანი: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების  სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და არასამთავრობო ორგანიზაციების  გაძლიერება, დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლა.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები

ბენეფიციარები: ქუთაისსა და მის შემოგარენში მცხოვრები 16-25 წლის ახალგაზრდები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. ჩამოყალიბდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომლის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები.
  2. გამოცხადდება გაცვლითი და მცირე გრანტების კონკურსები.
  3. მოეწყობა სასწავლო ბანაკები.


სახელი: მომავლის თაობა

განხორციელების პერიოდი: 2018–2020

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International), განათლების და მეცნიერების სამინისტრო

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:

მიზანი: სამიზნე სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებით სამოქალაქო საზოგადოების როლის მხარდაჭერა.გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობები

ბენეფიციარები: იმერეთის საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, IX-XI კლასის მოსწავლეები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. იმერეთის 30 სკოლაში დაარსდება სამოქალაქო კლუბი.
  2. განხორციელდება საკლასო და საკლუბო ინიციატივები
  3. განხორციელდება ვიზიტები სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში
  4. აღინიშნება საერთაშორისო დღეები და მოეწყობა აქციები
  5. ჩატარდება ტრენინგები და ბენეფიციარები შეხვდებიან კვალიფიციურ ექსპერტებს

სახელი: უკეთესი შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდებისათვის

განხორციელების პერიოდი: 01.2008-09.2009

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: World Vision – საქართველო, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: €16,454.00

მიზანი: ახალგაზრდებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ტრეფიკინგის დამარცხებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 14–25 წლის ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროექტის განმავლობაში ფუნქციონირებდა ცენტრი, რომელიც მუშაობდა ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ტრეფიკინგის რისკების შემცირებისა და  დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრირების ხელშეწყობის საკითხებზე
  2. რეგულარულად ტა­რდე­ბოდა ცნობ­იე­რე­ბის ამაღლე­ბი­სკენ მიმართული კამპანიე­ბი და მასთან დაკავშირებული აქტი­ვობ­ე­ბი.
  3. 2 ეტაპად გაუკეთდა ორგანიზე­ბა კონკურსს ადგილობრივი ჟურნალისტ­ე­ბისთვის ტრეფიკინგის/მიგრაციის თემ­აზე მიძღვნილი საუკეთესო სტ­ატიისა და სიუჟეტის გამოსავლენად, რომელშიდაც გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტმა, მარიკა ვაჭრაძემ და ტ/კ ’’რიონის’’ კოორესპონდენტმა, ირმა ჭოლაძემ გაიმარჯვეს.

მიღწეული შედეგები:

ჩამოყალიბდა მიგრაციის, ტრე­ფიკინგისა და ძალადობის საკითხე­ბ­ზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს ზემოთ აღნიშნული პრობ­ლემური საკითხე­ბის გადასაჭრელად.


სახელი: გამოყენებითი ხელოვნების ცენტრები

განხორციელების პერიოდი: 2008

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: World Vision – გერმანია, ბანკი "რესპუბლიკა" (სოსიეტე ჟენერალი)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾850,00

მიზანი: სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების და უნარების განვითარება/რეალიზება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო სექტორი

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 2008 წლის ივლისის თვეში გამოყე­ნე­ბითი ხელოვნე­ბის ცე­ნტ­რე­ბის კურსდამთავრე­ბუ­ლე­ბის მონაწილე­ობით გაიმართა გამოფ­ენა-გაყიდვა. კურსდამთავრე­ბუ­ლე­ბმა თავიანთი ნამუშევ­რე­ბი საზოგადოე­ბის ფართო ფენას გააცნეს.
  2. 2009 წლის სე­ქტ­ე­მბ­ერ-ოქტო­მბ­ერში ბანკი “რეს­პუბლიკას” მხარდაჭერით განხორცელდა პროე­ქტი, სახელწოდე­ბით: “ნიჭიერი ახალგაზრდე­ბის სამხატვრო ნიმუშე­ბის და ნაკეთ­ობ­ების გამოფ­ენა-გაყიდვა”. 
  3. ღონისძიება გაიმართა ბანკი `რეს­პუბლიკა ქუთაისის ფილიალსა და თბილისის სათაო ოფისში. გამოყე­ნე­ბითი ხელოვნე­ბის ცე­ნტ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ციარებთან ერთად პროე­ქტში მონაწილეობა მიიღო 51-მა ახალგაზრდამ, რომლე­ბიც ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯა­ხე­ბს წარმოადგენ­დნენ.

მიღწეული შედეგები:

  1. ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი, სადაც გაწევრდა 21 ახალგაზრდა. 
  2. 10 თვიანი კურსის მეშვეობით ახალგაზრდები დაეუფლნენ ბატიკის, თექის, გობელინის, თიხაზე მუშაობის და ტიხრული მინანქრის ხელსაქმეს.

სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო ინკლუზიის პარტნიორობა

განხორციელების პერიოდი: 05.2008-09.2009

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $6,914.00

მიზანი: კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესება ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის. ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამპანიების წარმართვის საკითხებში.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროგრამის ფა­რგლე­ბში ჩატარდა ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შეს­აძლე­ბლ­ობ­ე­ბის კვლევა, რომლის შე­დეგად შერ­ჩეული იქნა 10 არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია და გაფორმდა ურთიერ­თთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა პროე­ქტის განხორციე­ლე­ბის განმავლობაში თანამშრომლობას, მისი უწყვე­ტ­ობის და მდგრადობის მიზნით.
  2. პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციე­ბის წარმომადგენ­ლე­ბს ჩაუტარდათ 2 კვირიანი ტრენ­ინგე­ბი ადვოკატი­რე­ბასა და ლობი­რე­ბის საკითხე­ბში. 
  3. გამოიცემოდა საინფორმაციო ბი­ულე­ტ­ენი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოე­ბის ცნობ­იე­რების ამაღლე­ბას ახალგაზრდე­ბის პრობ­ლე­მე­ბთან და სხვა აქტუალურ საკითხე­ბთან დაკავშირე­ბით. 
  4. ჩატარდა კვლე­ვე­ბი და ფოკუს-ჯგ­უფის შეხ­ვედ­რე­ბი ტურიზმის, განათლე­ბის და სოციალურ სფ­ერ­ოე­ბში, რომელ­ზე დაყრდნობითაც მომზადდა კვლევის ანალიზი ტურიზმის განვითარე­ბასთან დაკავშირე­ბული წინააღმდეგ­ობე­ბის და განვითარე­ბის პერ­სპე­ქტი­ვე­ბის შეს­ახებ. 
  5. მოეწყო ღია კარის დღე ტურიზმთან დაკავშირე­ბით, სადაც მოწვეული იყვნენ აღნიშნულ სფ­ეროში მიმდინარე ცვლილე­ბ­ე­ბით დაინტ­ე­რე­სე­ბული ადამიანები.
  6. პროგრამის ფა­რგლე­ბში კონკრე­ტული რეკ­ომენ­დაციე­ბი მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველ­ობის შეს­აბამის სამსახურე­ბს და სხვა დაინტ­ე­რე­სე­ბულ მხარე­ე­ბს.

მიღწეული შედეგები:

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციე­ბის, სამთავრობო სტრ­უქტუ­რე­ბის, ბი­ზნეს სე­ქტორის და მედია წარმომადგენ­ლე­ბის მონაწილე­ობით, რაც ხელს უწყობს ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის კოორდინაციას.


სახელი: ახალგაზრდების სოციალურ – ეკონომიკური უფლებების დაცვა და განხორციელება

განხორციელების პერიოდი: 06.2009–01.2010

განხორციელების არეალი: იმერეთი, კახეთი

დონორები/პარტნიორები: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", თელავსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $6,785.68

მიზანი: ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შუალედური შედეგების კვლევა, შედეგების დამუშავება, დასკვნების მომზადება და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ცვლილებების პროცესის დაწყებაზე ორიენტირებული საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება ადვოკატირების პროცესისთვის

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შვილობილობიდან გამოსული ბავშვები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მზრუნველობიდან გასული ახალგაზრდები, შვილობილობაში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა აღმზრდელები მშვილობელი ოჯახებიდან, ბავშვთა აღმზრდელები მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგ­უფი, გაიმართა ტრენინგ-სემ­ინარე­ბის ციკლი, კვლევის, ადვოკატი­რე­ბის და ასე­ვე ლობი­რე­ბის საკითხე­ბ­ზე.
  2. განხორციელდა ბავშვთა კეთ­ილდღე­ობის რე­ფორმის მონიტორინგი და აღმოჩენილი ხარვე­ზე­ბის შეს­ახებ მომზადდა რეკომენდაციები. 
  3. ჩატარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლე­ბის კვლევა, თუ რამდენად წარმატ­ე­ბით დაინერგა და ხორციელ­დე­ბა საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროს მიერ შემ­უშავე­ბული სტა­ნდარტე­ბის სისტ­ემა; 
  4. ჩატარდა შვილობი­ლობის პროგრამის კვლევა და განისაზღვა პრობლემური საკითხე­ბი, რომელ­ზე დაყრდნობითაც მომზადდა დასკვნები და რეკ­ომენ­დაციე­ბი.

მიღწეული შედეგები:

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რეფორმის დეტალური მონიტორინგი და შემუშავებული პროგრამების სიღრმისეული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდა რეკომენდაციები და დასკვნები. საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროსთვის მომზადებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის სწორად წარმართვასა და ეფექტიან განვითარებას. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადვოკატირებას გაუწევს შესაბამისი პოზიტიური და ეფექტიანი ცვლილებების სახელმწიფო დონეზე ინიცირებას.


სახელი: სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (ACETTI)

განხორციელების პერიოდი: 2010–2014

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International), განათლების და მეცნიერების სამინისტრო

მიზანი: საქართველოს საჯარო სკოლებში ხარისხიანი სამოქალაქო სწავლების უზრუნველყოფა, რათა, მოსწავლეებმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მეტად ჩაერთონ სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები, 

ბენეფიციარები: იმერეთის 125 საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, IX-XI კლასის მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 125 სკოლაში დაარსდა სამოქალაქო კლუბი
  2. 3,125 მოსწავლე ჩაერთო სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში
  3. 1,296 მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებაში
  4. 68 სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო 2040–მა მოსწავლემ
  5. 83 მცირე საგრანტო პროექტი განხორციელდა
  6. 43 სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით
  7. 64 აქტიური ბლოგი შეიქმნა
  8. 72 ვიდეორგოლი მომზადდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების, ძალადობის და გარემოს დაცვის თემებზე
  9. 39 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩატარდა სოციალური მედიის თემაზე

მიღწეული შედეგები:

  1. პროექტის ფარგლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბები დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურ როლს თამაშობს სკოლის მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაში.
  2. პროექტის ეგიდით გამოიცა პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელო, რომელიც მნიშვნელოვანი გზამკვლევია სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის.
  3. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.


სახელი: მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის

განხორციელების პერიოდი: 2010

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED), ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

მიზანი: მოსახლეობის ჯგუფების პიროვნული ინიციატივების, პასუხისმგებლობათა გადანაწილების და ორგანიზაციული უნარების გაძლიერების საშუალებით, ქუთაისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეიქმნა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი. 
  2. დაინტერესებულ პირებთან გაიმართა  შეხვედრები და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრა ქალაქისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომლის ირგვლივაც იმუშავეს შემდგომში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა.
  3. სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები, რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება. 
  4. გაიმართა დასუფთავების აქციები მდინარე ოღასკურასა და ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  5. ჩატარდა დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისათვის.
  6. შეიქმნა ბიზნეს-ინკუბატორი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.

მიღწეული შედეგები:

სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები, რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება


სახელი: ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისთვის

განხორციელების პერიოდი: 01.04.2010-31.05.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

სრული ბიუჯეტი: $17,749.00

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $17,749.00

მიზანი: ახალგაზრდებში თავიანთი უფლებების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება, ახალგაზრდების აქტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მდგრადი მოდელის დანერგვა, რომელიც რეგიონალურ დონეზე უზრუნველყოფს ახალგაზრდული საჭიროებების მუდმივ შესწავლას, მათზე დაყრდნობით ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირები და სხვა.

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ქუთაისში მცხოვრებმა 50–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, კოალიციების შექმნის, მოხალისეობის, პროექტის წერის და მართვის, ფონდების მოძიების საკითხებზე. 
  2. გამოიცა დასავლეთ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობარი;

მიღწეული შედეგები: გადამზადებული 50 ახალგაზრდის შემადგენლობით ჩამოყალიბდა სათათბირო, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო-სარეკომენდაციო დანიშნულება ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სათათბირო აქტიურად იმუშავებს ახალგაზრდული საჭიროებების გამოვლენაზე, შესაბამისი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგზე.


სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების და სათემო ჩართულობის პროექტი

განხორციელების პერიოდი: 11.2010–06.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: World Vision - საქართველო, World Vision - რუმინეთი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $6,225.00

მიზანი: საჯარო სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების და სათემო ჩართულობის გაზრდის გზით საქართველოსა და რუმინეთში მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების დონის გაუმჯობესება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისის საჯარო სკოლები, სკოლის მოსწავლეები

ბენეფიციარები: ქუთაისის საჯარო სკოლების 220 მოსწავლე

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროექტის მონაწილე 220-მა ბენეფიციარმა გაიარა „მოქალაქის ხმისა და ქმედების“ (CitizenVoice&Action – CV&A) მეთოდოლოგიის გამოყენებით ორგანიზებული ტრენინგები ადამიანის უფლებების საკითხებზე. 
  2. ახალგაზრდული საბჭოების 20-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში. 
  3. ახალგაზრდული საბჭოების დირექტორები გაემგზავრნენ რუმინეთში და გაეცვნენ თავიანთი თანატოლების გამოცდილებას მოხალისეობის, ადვოკატირების კამპანიების და სათემო პროექტების განხორციელების კუთხით, შეხვდნენ რუმინეთის განათლების სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მიღწეული შედეგები: ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ორი ახალგაზრდული საბჭო, რომელიც, თავისი საქმიანობით, ხელს შეუწყობს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესებას.


სახელი: ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 03.2010-12.2010

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾3,500.00

მიზანი: ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი 15-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის პიროვნული საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელი კურსების შეთავაზება და დანერგვა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: საშუალო და არასრული საშუალო განათლების მქონე, უმუშევარი 16–დან 24 წლამდე ახალგაზრდები

ბენეფიციარები: 60 ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი 15-დან 24 წლამდე ასაკის უმუშევარი ახალგაზრდა

განხორციელებული აქტივობები:

  1. გადამზადდნენ ტრენერები პიროვნული განვითარების საკითხებში 
  2. ჩატარდა საპილოტე კურსები 15-24 წლის ახალგაზრდებისთვის
  3. გაიმართა ტრენინგები პიროვნული შესაძლებლობების განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის თემატიკაზე.

მიღწეული შედეგები: გამოიცა ტრენერთა სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგების დამოუკიდებლად ორგანიზებისათვის მათთვის ძირითად დასაყრდენ მასალას წარმოადგენს.


სახელი: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში

განხორციელების პერიოდი: 09.2011-02.2015

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $32,545.00

მიზანი: ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 16–დან 21 წლამდე ახალგაზრდები, კერძო, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: ქუთაისში და მის შემოგარენში მცხოვრები ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 29 ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტის წერის და მართვის, მოხალისეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, ადამიანის უფლებების, ცხოვრების ჯასნაღი წესის, პროფესიული ორიენტაციის, დებატების ტექნიკის, საჯარო გამოსვლების, მასმედიასთნ ურთიერთობის, ქალთა უფლებებისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხებზე.
  2. 42 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის 
  3. 32 სადისკუსიო კლუბის შეხვედრა 
  4. 17 სასწავლო ვიზიტი სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს-ორგანიზაციებში 
  5. 29 საინფორმაციო კამპანია გაეროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 
  6. 35 საქველმოქმედო და ეკო აქცია 
  7. 7 თვინინგ-პროგრამა თელავის, ამრნეულის, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრებთან თანამშრომლობით 
  8. გაეროს მოდელრიების 2 კონფერენცია 
  9. კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსი ხანდაზმულთათვის 
  10. 16–მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მოხალისეთა გაცვლით პროგრამაში.
  11. 14-მა აქტიური წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში მოწყობილ საზაფხულო სკოლაში 

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
  2. 904–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტების წერისა და მართვის, სამოქალაქო ინტერესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიასთან ურთიერთობის, ქალთა უფლებების და გენდერული სტერეოტიპების თემაზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათში სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე.


სახელი: ტრენინგ პროგრამები რეპატრირებულ მესხთა ჯგუფისთვის

განხორციელების პერიოდი: 11.2011–04.2012

განხორციელების არეალი: ს. იანეთი, ს. ნასაკირალი

დონორები/პარტნიორები: საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF ესპანეთი)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მირებული ბიუჯეტი: ₾5,906.60

მიზანი: ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის უნარ-ჩვევების განვითრების ხელშეწყობა და ქალთა ჯგუფების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ბავშვთა ზრდა-განვითრების საკითხებზე

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: დეპორტირებული პირები და მათი შთამომავლები

ბენეფიციარები: 13-დან 25 წლამდე 63 ახალგაზრდა - 37 გოგონა და ქალი

განხორციელებული აქტივობები: 13-დან 25 წლამდე 63 ახალგაზრდისთვის ჩატარდა ტრენინგები ადამიანის/ბავშვთა უფლებების, გენდერული სტერეოტიპების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ლიდერობის და აქტიური მოქალაქეობის თემებზე. ქალებისთვის ჩატარდა ტრენინგები რეპროდქუციული ჯანმრთელობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ბავშვთა ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობის, ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის და გენდერული თანასწორობის შესახებ

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-პროგრამებით, სამიზნე ჯგუფებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფორმირებულობის დონე ზოგად სამოქალაქო საკითხებისა და ქალთა უფლებების/საჭიროებების შესახებ.


სახელი: ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის

განხორციელების პერიოდი: 05.2012–09.2013

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: World Vision – საქართველო

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $45,700.00

მიზანი: სათემო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. თემის საჭიროებების და ინტერესების ადვოკატირება.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა

ბენეფიციარები: ბაღდათის მუნიციპალიტეტის 8 თემის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ბაღდათის 8 თემის 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სამოქალაქო ჩართულობისა და ადვოკატირების თემაზე ორგანიზებულ ტრენინგებში
  2. შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომელშიც 28 მოსწავლე გაწევრდა
  3. მოეწყო 9 სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურში, მომსახურების სააგენტოში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რადიო “ძველ ქალაქში”, რომელშიც 80 მოსწავლე მონაწილეობდა
  4. 841 მოსწავლის მონაწილეობით გაიმართა 32 ღონისძიება
  5. მოეწყო მასშტაბური საქველმოქმედო აქცია და თემში შეგროვილი პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტანისამოსი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა 
  6. 250 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო მასშტაბური საყოველთაო დასუფთავების აქცია. დასუფთავდა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ცენტრალური სკვერები 
  7. 80 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო გამწვანების აქცია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 3 თემის ცენტრალურ უბნებში დაირგო 100 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე 
  8. 804 მოსწავლის დიაგნოსტირება მოხდა სქოლიოზზე ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში

მიღწეული შედეგები: ჩამოყალიბებული რეგიონული ახალგარზდული საბჭოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაფუძნდა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ "ახალგაზრდები საქართველოსთვის"


სახელი: ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 09.2012–07.2016

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $15,180.00

მიზანი: ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 13–დან 15 წლამდე მოზარდები

განხორციელებული აქტივობები: მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისური ენის გაუმჯობესებას და ლიდერული უნარ – ჩვევების განვითარებას

მიღწეული შედეგები: პროგრამაში ჩართული 13–დან 15 წლამდე მოზარდები დაეუფლენ ინგლისურ ენას

სახელი: სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის

განხორციელების პერიოდი: 02.2012-04.2012

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტო

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ‎₾4,985.00

მიზანი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე არალეგალური მიგრაციის რისკების და ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 15-დან 60 წლამდე მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედიასექტორი

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეიქმნა მონაცემთა ბაზა საინფორმაციო საცნობარო მასალების შესახებ; 
  2. ჩატარდა 4 სხვადასხვა ტიპის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა საუკეთესო ვიდეო რგოლი, ესსე, ბლოგი და ფოტო–ნამუშავარი.
  3. მოეწყო 27 საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგთან ბრძოლის თემაზე.
  4. მომზადდა და გამოიცა 1000 ცალი ბუკლეტი და 100 პოსტერი, რომელიც გავრცელდა საჯარო სკოლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში.

მიღწეული შედეგები: პროექტის შედეგად, არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ 942-მა ადამიანმა უშუალოდ საინფორმაციო შეხვედრების მეშვეობით, სხვა ასობით ადამიანმა კი ბეჭდური საინფორმაციო მასალების დახმარებით აიმაღლა ცნობიერება.


სახელი: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ

განხორციელების პერიოდი: 10.2012–08.2013

განხორციელების არეალი: ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი

დონორები/პარტნიორები: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $14,954.00

მიზანი: საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული ორგანიზაციები

განხორციელებული აქტივობები:

  1. საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე გაიმართა სადისკუსიო შეხვედრები
  2. მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემები
  3. ჩატარდა კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის
  4. გამოიცა საინფორმაციო ბროშურა საქართველოში ევროპული პლატფორმის მუშაობის და მასში გაწევრების პროცედურების შესახებ.

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა სადისკუსიო და ტრენინგ-შეხვედრები, ასევე მომზადდა სატელევიზიო და რადიოგადაცემები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის რეგიონულ დონეზე გავრცელებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


სახელი: ახალგაზრდული ფორუმი

განხორციელების პერიოდი: 2013

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)

მიზანი: მოსწავლეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით პრობლემათა გადაჭრის გზების ძიება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ადგილობრივი თვითმმართველობები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები

ბენეფიციარები: ადგილობრივი თემის მცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა 3 ახალგაზრდული ფორუმი
  2. განხორციელდა 26 პროექტი
  3. მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები.
  4. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სტუდენტებმა ერთობლივად განახორციელეს თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია, რომელშიც 100-მდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა.
  5. სამხარეო საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით მოეწყო მარათონი, რომელშიც სამტრედიის 10 საჯარო სკოლის 70 მოსწავლე მონაწილებოდა.
  6. გაზეთ "წყალტუბოს" რედაქტორმა წყალტუბოს საჯარო სკოლების ასმოქალაქო კლუბების წერებისათვის მასტერკლასები ჩაატარა ჟურნალისტიკის საკითხებზე.

მიღწეული შედეგები:

  1. ჭიათურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად ჭიათურაში მოეწყო სამოქალაქო კლუბის სკვერი, სადაც იმართება საკლუბო ღონისძიებები. 
  2. გაზეთ P.S.-თან არსებულმა მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდმა 1029 ლარის ღირებულების 150 წიგნი უსასყიდლოდ გადასცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მოსწავლეები.

სახელი: ახალგაზრდული ინიციატივები

განხორციელების პერიოდი: 2013

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED), ლევან მიქელაძის საქველმოქმედო ფონდი

მიზანი: სტუდენტებში ადვოკატირების უნარების გაძლიერება და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გაზრდა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი

განხორციელებული აქტივობები:

  1. 50–მდე მოსწავლემ გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები, ისინი ასევე დაესწრნენ ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და შეხვდნენ წარმატებული კარიერის მქონე ადამიანებს
  2. 72-მა სტუდენტმა გაიარა ტრენინგი თემაზე: ფონდების მოძიება, საპროექტო წინადადებების შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება
  3. პროექტში ჩართული ბენეფიციარებისათვის გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიდაც 2 პროექტი დაფინანსდა

სახელი: ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

განხორციელების პერიოდი: 08.2013-04.2015

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: ევრიკავშირი (EU), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: €15,040.00

მიზანი: ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა თურქეთსა და საბერძნეთში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქართველი მიგრანტები

ბენეფიციარები: თურქეთ/საბერძნეთში დროებით ან მუდმივად მიგრირებული საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 44 პირი დარეგისტრირდა მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ პირთა ბაზაში; 
  2. 40 პირს გაეწია კონსულტაცია რეინტეგრაციისა და დასაქმების სამართლებრივ საკითხებზე; 270 პირის მონაწილეობით ქუთაისსა და იმერეთის სოფლებში გაიმართა საინფორმაციო კამპანია “ქალი და მიგრაცია”, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფილმის ჩვენება–დისკუსიები.

მიღწეული შედეგები: პროექტის საშუალებით ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამართლებრივი დახმარება და კონსულტაციები სხვადასხვა თემებზე. სოფლებში შეიქმნა საკონსულტაციო კუთხეები, სადაც სოფლის კონსულტანტები უზრუნველყოფენ ბენეფიციართა მიღებას, კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მისაღებად შესაბამის სტრუქტურებში გადამისამართებას.


სახელი: ეს მუშაობს/ It Works

განხორციელების პერიოდი: 03.2014-03.2016

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU)

პროექტის განსახორციელებალად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ‎₾‎25,347.00

მიზანი: ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მათ შორის ღია დიალოგის წარმართვა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჯგუფების აქტიური ჩართვა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება

ბენეფიციარები: ქუთაისის მოსახლეობა

განხორციელებული აქტივობები:

  1. გაიმართა 6 მოსახლეობის ფორუმი, 
  2. 517 პირმა მიიღო მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში

მიღწეული შედეგები:

  1. ჩამოყალიბდა მჭიდრო და ეფექტიანი ურთიერთობა თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის, გაიზარდა მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  2. ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შედეგად დაწესდა სხვადასხვა რეგულაციები ქალაქის დასუფთავების, ტრანსპორტირების და საგზაო მშენებლობის სფეროში.


სახელი: მოხალისეობის ქსელი

განხორციელების პერიოდი: 2014

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) 

მიზანი: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის დონის გაზრდა, მოხალისეობის კულტურისა და პრაქტიკის განვითარების გზით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში და იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 573 პირი დარეგისტრირდა მოხალისეობის მსურველთა მონაცემთა ბაზაში; 
  2. 17 ახალგაზრდა ჩაერთო მოხალისეობრივ პროგრამებში; 
  3. ქუთაისში მოქმედი 20 ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით მოეწყო ფოკუსჯგუფების შეხვედრები თემაზე: როგორ იყენებენ ორგანიზაციები მოხალისეების რესურსს.

მიღწეული შედეგები: ახალგაზრდებში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე და ამაღლდა ცნობიერება მოხალისეობის შესახებ. შეიქმნა მოხალისეობის მსურველთა მონაცემთა ბაზა, რამაც საშუალება მისცა მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩართულიყვნენ სასურველ მოხალისეობრივ საქმიანობებში.


სახელი: ჯანმრთელობის უფლება

განხორციელების პერიოდი: 2014

განხორციელების არეალი: გორი, ქუთაისი, ბათუმი, დუშეთი

დონორები/პარტნიორები: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), საზოგადოება „ბილიკი“

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინების ხელშეწყობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფის პროცესში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საქართველოს მთავრობა, 

ბენეფიციარები: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის შეფასების მიზნით; 
  2. 370 მოქალაქე გამოიკითხა ქუთაისის მასშტაბით;
  3. მედიცინის 15 მუშაკთან მოეწყო ფოკუს ჯგუფის შეხვედრა; 

მიღწეული შედეგები: შეიქმნა გზამკვლევი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირებისათვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროექტის ბენეფიციარების ინფორმირების დონესა და მათი ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.


სახელი: შიდსის, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი და დაცული ჯანსაღი მომავლის თაობა

განხორციელების პერიოდი: 08.2014-07.2015

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საელჩო საქართველოში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $23,954.00

მიზანი: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ინფორმირებულობის დონის გაზრდა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 307–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ–სემინარები შიდსის, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ; 
  2. 1697 პირი მონაწილეობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ სასწავლო საინფორმაციო კამპანიებში; 
  3. 251 ახალგაზრდის მონაწილეობით მოხდა შიდსის, გულის, ალერგიის, დიაბეტის, კიბოს საერთაშორისო დღეების აღნიშვნა; 
  4. 41 პირის მონაწილეობით გაიმართა დისკუსიები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

მიღწეული შედეგები: ასობით ახალგაზრდამ მიიღო ინფორმაცია და აიმაღლა ცნობიერება შიდსის, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ.


სახელი: მომავლის თაობა

განხორციელების პერიოდი: 2014–2017

განხორციელების არეალი: იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International), განათლების და მეცნიერების სამინისტრო

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $226,470.00

მიზანი: სამიზნე სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებით სამოქალაქო საზოგადოების როლის მხარდაჭერა.გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობები

ბენეფიციარები: იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, IX-XI კლასის მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 27 სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი
  2. 300-მდე საკლასო ინიციატივა 
  3. 350-მდე საკლუბო ინიციატივა
  4. 25 ჯგუფური ვიზიტი სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში
  5. 20-მდე საერთაშორისო დღის აღნიშვნა/აქცია
  6. 40-მდე მოსწავლემ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში
  7. 20-მდე შეხვედრა გაიმართა კვალიფიციურ ექსპერტებთან და ცნობილ ადამიანებთან
  8. 100-ზე მეტ სკოლაში დაინერგა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკა.

მიღწეული შედეგები:

პროექტის განხორციელების პერიოდში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და ჩართულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის ფორმატებში. დანერგილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პრაქტიკით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამოქალაქო განათლების სწავლებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხარისხი.


სახელი: გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზრბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

განხორციელების პერიოდი: 04.2016-01.2018

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU), ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველო (LDA Georgia), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: €37,000.00

მიზანი: ქუთაისში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესაძლებლობების განვითარება, ეფექტური ადმინისტრირებისა და მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები, ქუთაისის მოსახლეობა

განხორციელებული აქტივობები:

  1. ქუთაისში შეიქმნა რესურს ცენტრი, რომელიც მუდმივ რეჟიმში უწევდა კონსულტაციებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს
  2. პერიოდულად ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით

მიღწეული შედეგები:

  1. ბინათამხანაგობის მართვის საკითხებზე ტრენინგი გაიარა ოფიციალურად რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 160–მა წარმომადგენელმა
  2. ენერგოეფექტურობის თემაზე ორგანიზებულ ტრენინგ–პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის 30–მა წარმომადგენელმა
  3. გამოიცა გზამკვლევი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით


სახელი: ქუთაისის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა

განხორციელების პერიოდი: 2016

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: მშვიდობის კორპუსი საქართველოში, ამერიკის საელჩო საქართველოში

მიზანი: ახალგაზრდე­ბში წიგნის კითხვის პროპაგანდა მათთვის თანამედროვე გამოცე­მე­ბის შეთ­ავაზე­ბითა და სადისკუსიო ღონისძიე­ბ­ე­ბში ჩართვით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისში მცხოვრე­ბი ახალგაზრდე­ბი, არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები 7-დან 25 წლამდე ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები: დაარსდა ბიბლიოთეკა რომლისთვისაც შეიძინეს 785 წიგნი ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენე­ბ­ზე. (ნოვე­ლე­ბი, რომანე­ბი, პოე­მე­ბი, ლექ­სე­ბი, სათავგადასავლო ლიტ­ერ­ატურული პიე­სე­ბი, უცხო ენე­ბის შემ­სწავლელი ლიტ­ერ­ატურა, რელიგია, ისტორია, მეც­ნიე­რე­ბა, სამართალი, ენ­ციკლოპედ­იე­ბი, კულინარია და სხვა). 

მიღწეული შედეგები:

  1. პროგრამის ფა­რგლე­ბში ჩამოყალიბდა ბიბლ­იოთეკა, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა სახის საინტ­ე­რესო ლიტ­ერ­ატურა. ბიბლ­იოთეკა მოიცავს როგორც მხატვრულ, სამეცნიერო და საყოფაცხოვრებო ლიტერატურას, ასევე პერიოდიკას.
  2. პროექტის დასრულების მომენტში ბიბლიოთეკა 71 მუდმივ წევრს ითვლიდა.
  3. ჩამოყალიბდა სადისკუსიო კლუბი, რომელიც პერიოდულად აწყობს წინასწარ შერ­ჩეული
  4. წიგნის და ჟურნალ-გაზე­თე­ბის სტ­ატ­იე­ბ­ზე საჯარო განხილვას მკითხვე­ლე­ბთან.
  5. პერიოდულად მიმდინარე­ობს ბიბლ­იოთეკის შევ­სე­ბა და სისტ­ემ­ატიზაცია. 
  6. ამჟამად წიგნე­ბის მოწოდე­ბა ხდე­ბა სხვადასხვა ადგილობრივი, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციე­ბის მიერ მომზადებული გამოცე­მე­ბით.


სახელი: მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის

განხორციელების პერიოდი: 2013

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED), ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

მიზანი: მოსახლეობის ჯგუფების პიროვნული ინიციატივების, პასუხისმგებლობათა გადანაწილების და ორგანიზაციული უნარების გაძლიერების საშუალებით, ქუთაისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეიქმნა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი. 
  2. დაინტერესებულ პირებთან გაიმართა შეხვედრები და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრა ქალაქისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომლის ირგვლივაც იმუშავეს შემდგომში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა.
  3. სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები, რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება. 
  4. გაიმართა დასუფთავების აქციები მდინარე ოღასკურასა და ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  5. ჩატარდა დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისათვის.
  6. შეიქმნა ბიზნეს-ინკუბატორი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.

მიღწეული შედეგები:

სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები, რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება