მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტები
სახელი: თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
განხორციელების პერიოდი: 02.2018-01.2021
განხორციელების არეალი: დასავლეთ საქართველო
დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)
სრული ბიუჯეტი: $23,582
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $23,582
მიზანი: დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და პოზიტიური ცნობადობის გაზრდა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება
განხორციელებული აქტივობები:
- ჩატარდა რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით;
- შემუშავდა გზამკვლევი შშმ პირთა უფლებებზე და ხელმისაწვდომ სერვისებზე;
- ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნება და დაინერგება საქ. 3 მუნიციპალიტეტში
- საერთაშორისო სასწავლო ვიზიტს გაუკეთდა ორგანიზება საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ორგანიზება გაუკეთდება ტრენინგს;
- 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრო ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე;
- შეირჩა და დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის;
- 2 ადვოკატირების სემინარი ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე;
- დაფინანსდა 5 PR ღონისძიებება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის;
- მოეწყო 30 საჯარო დებატი შშმ პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით.
სახელი: დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფეტური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის
განხორციელების პერიოდი: 2015–2016
განხორციელების არეალი: მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი), იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აჭარის ა.რ. (ბათუმი)
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” (CHCA)
სრული ბიუჯეტი:
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:
მიზანი: ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გრძელვადიანი
და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი
თემის წარმომადგენლები, შშმ სტატუსის მქონე ომის ვეტერანები.
ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი/ომის
შედეგად დაზარალებული ადამიანები და ეკომიგრანტები.
მიღწეული შედეგები:
- შეიქმნა ბიზნესის ინკუბატორი დევნილთა სტარტაპებისთვის;
- 224 ბენეფიციარი დარეგისტრირდა ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობისთვის
და ბიზნეს იდეების განხორციელება-განვითარებისთვის; - შეიქმნა სათემო ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელი;
- ჩატარდა 8 ტრენინგი 130 ადამიანის მონაწილეობით;
- 71 დევნილი დაესწრო კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების, დასაქმებისა
და თვითდასაქმების ტრენინგებს; - 16 მათგანი დასაქმდა;
- შეიქმნა 6 ახალი საზოგადოების ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც გააქტიურდა
სახლის მესაკუთრეთა ხუთი პარტნიორობა. - 16 ადამიანი ჩაერთო სტაჟირების პროგრამებში;
- 63 სხვადასხვა კატეგორიის გრანტი გაიცა.