ეკონომიკური განვითარება


ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიზანია სამრეწველო მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესების ხელშეწყობა, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შრომის ხარჯზე ღირსეული საარსებო პირობების შექმნის მხარდაჭერა და  თვითკმარი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.

სახელი: ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

განხორციელების პერიოდი: 2018-2020

განხორციელების არეალი: შიდა ქართლი, სამეგრელო

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU),
  2. ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC)

სრული ბიუჯეტი: €1 580 000

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 370 533

მიზანი: განათლების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდებისთვის. სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და მეწარმეობის პრობლემებზე.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, ხელისუფლება, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. ზუგდიდსა და გორში სამეწარმეო სკოლების დაფუძნება
  2. 80 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას სამეწარმეო სკოლებში
  3. 80 ახალგაზრდა მიიღებს საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს ბიზნესიდეების დასახვეწად პერსონალური მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერით
  4. 100–მდე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ჩაერთვება სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში


სახელი: „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი 

სამიზნე ჯგუფი: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები (ე.წ. NEET–ები), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

კურსის ხანგრძლივობა: 2020–2023 წელი

დონორები/პარტნიორები:  

  1. ევროკავშირი (EU)
  2. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA)
  4. თელავის განათლების განვითარების და დასაქემბის ცენტრი (TEDEC)

სრული ბიუჯეტი: € 837 500

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 670 000

პროექტის აღწერა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MoESD) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრისთვის ტურიზმის სექტორში დასაქმებული იყო 71,574 ადამიანი, რაც 6.5%–ით (4,353 ადამიანი) აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. ასევე, საზღვაო სექტორი მუდმივად იზრდება და 3,136 დასაქმებულს ითვლის, მაგრამ აღნიშნულ სფეროებში საჭირო ტრენინგები და სამუშაოზე მორგებული პროგრამები დიდი ხანია არ შემუშავებულა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, იმ მეზღვაურების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ უმცროსი და უფროსი ოფიცრების ვალიდურ დიპლომებს 12,500–ს შეადგენს, რაც 4–ჯერ აღემატება დასაქმებულთა რაოდენობას და სერიოზულ დისბალანსს წარმოადგენს.

მიზანი: პროქტის მიზანია განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების გაზრდას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას. პროექტს აქვს ორი სპეციფიკური მიზანი

  1. ხელი შეუწყოს უწყვეტი/მთელი ცხოვრების მანძილზე კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;
  2. ხელი შეუწყოს კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორებში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნილებაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე 

ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები

დაგეგმილი აქტივობები: 

სამუშაო პაკეტი 1: 

  1. კარიერული კონსულტაციის და დასაქმების სერვის ცენტრების შექმნა (CGESC);
  2. CGESC- ების შესაძლებლობების განვითარება;
  3. კარიერული კონსულტაციის, დაგეგმვისა და დასაქმების მხარდაჭერის სერვისების მიწოდება ელექტრონული პროფილირებისა და სწავლებისა და უნარების განვითარების ინოვაციური მიდგომების შეთავაზებით;
  4. EAARA– ს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემისა და სერვისების გაუმჯობესება.

სამუშაო პაკეტი 2: 

  1. შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში;
  2. აღნიშნულ სექტორებში გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული დუალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
  3. დუალური პროფესიული განათლების პროგრამებისა და სტაჟირებების ორგანიზება  საზღვაო და ტურიზმის სექტორებში.

სამუშაო პაკეტი 3: 

  1. საზღვაო და ტურიზმის სექტორებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელთა ტრენინგები მათი სწავლების შესაძლებლობებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით;
  2. SESA და EAARA პერსონალის გადამზადება;
  3. პროფესიული კოლეჯების ინოვაციური სასწავლო მასალებით და სასწავლო რესურსებით აღჭურვა;
  4. უცხო ენის შემსწავლელი საპილოტე ლაბორატორიის შექმნა პროფესიული განათლების სერვის პროვაიდერთან თანამშრომლობით;
  5. პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების მენტორების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული ცოდნითა და უნარებით აღჭურვა;
  6. კრუინგული კომპანიების წარმომადგენლების გადამზადება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების ორგანიზების საკითხებში

სამუშაო პაკეტი 4:

  1. სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების (RCSD) შექმნა - თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან სახელმწიფო სტრატეგიებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  2. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მენეჯმენტისა და საზღვაო სექტორში დასაქმების შუამავალი სერვისების ვებ – გვერდის შექმნა;
  3. ბიზნეს ფორუმის ორგანიზება საზღვაო სექტორით დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
  4. დასაქმების ფორუმების ორგანიზება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

შედეგები:  

  1. საქართველოს ექვს რეგიონში (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი) სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომია უნარების შესაბამისი კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების სერვისები;
  2. განვითარებულია საზღვაო და ტურიზმის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა; შუამავალი მომსახურებები მორგებულია საზღვაო და ტურიზმის ბაზრების მოთხოვნებს;
  3. განვითარებულია მიზნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლების, დასაქმების შუამავალი სერვისების მიმწოდებლებისა და დამსაქმებლების შესაძლებლობები ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და სტაჟირების პროგრამების უზრუნველსაყოფად;
  4. გაუმჯობესებულია კერძო და საჯარო პარტნიორობის კუთხით კოორდინაცია  ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. გაუმჯობესებული კოორდინაცია ხელს უწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ფოკუსირებულია ახალგაზრდების და შრომის ბაზარზე ნაკლებადკონკურენტულ კადრებად მიჩნეული პირების დასაქმებაზე.

სახელი: ბიზნესის განვითარების ინიციატივა

განხორციელების პერიოდი: 2009-2011

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: მი–სო კრედო, World Vision - საქართველო

მიზანი: მცირე და საშუალო აგრო-ბიზნეს წამოწყების ან გაფართოების მსურველი სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების იმ წარმომადგენელთა ხელშეწყობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის მიერ შეთავაზებულ საკრედიტო სერვისებზე.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, კერძო სექტორი

განხორციელებული აქტივობები: 450-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ბიზნესტრენინგი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციების გაწევას

მიღწეული შედეგები:

  1. იმერეთის რეგიონში დაფუძნდა 2 მცირე ბიზნესი
  2. დაფინანსდა 103 ბენეფიციარის ბიზნეს-გეგმა
  3. 20-მა ადგილობრივმა ბიზნესმა მიიღო შეღავათიანი სესხი

სახელი: ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების პროექტი

განხორციელების პერიოდი: 05.2010-02.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი, წყალტუბო

დონორები/პარტნიორები: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: $ 6 996 

მიზანი: მეწარმეთა მონაწილეობითი როლის ამაღლება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესში.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო და კერძო სექტორი

განხორციელებული აქტივობები: 17-დან 30 წლამდე 236–მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა აიმაღლა კვალიფიკაცია და განივითარა თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები

მიღწეული შედეგები:

იმერეთის რეგიონში მოქმედმა 100-მა მეწარმემ ტრენინგ კურსების და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით აიმაღლა ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალე და ეფექტური სისტემების დანერგვის მეთოდებზე 

  1. 29 ახალგაზრდა დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე
  2. 7-მა ახალგაზრდამ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი
  3. შეიქმნა მეწარმეთა ქსელი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებას

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 10.2013–08.2015

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU), ლატვია–საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 107 520 

მიზანი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების მდგრადი მოდელის შექმნა, მათი დასაქმება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: თვითმმართველობა, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებებიო

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 155 შშმ პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში
  2. 140 მეწარმე დარეგისტრირდეა პოტენციურ დამსაქმებელთა ბაზაში
  3. 11–მა შშმ პირმა გაიარა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი ტრენინგ–კურსი
  4. 44–მა შშმ პირმა გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები
  5. 81 შშმ პირს გაეწია დახმარება CV-ს შედგენასა და სამოტივაციო წერილის დაწერაში

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა შშმ პირთა დასაქმების ცენტრი
  2. 4–მა პირმა გაიარა სტაჟირება
  3. 17 შშმ პირი ჩაირიცხა საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია” და დაეუფლა პროფესიას
  4. 66 შშმ პირი დასაქმდა გრძელვადიან სამუშაოზე

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება

განხორციელების პერიოდი: 2015-2017

განხორციელების არეალი: თბილისი, იმერეთი, აჭარა, კახეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC), ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ (CBL-CMC)
  2. სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”
  3. შპს – ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი
  4. შპს – კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი

სრული ბიუჯეტი: € 377 981

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 377 981

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეწარმეები, პროფესიული განათლების სერვისის მიმწოდებლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ბენეფიციარები: თბილისში, იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 195 ბენეფიციარმა გაიარა კარიერული ორიენტაციის ტრენინგი
  2. 210 დამსაქმებელი დაესწრო ტრენინგს ეთიკის ნორმების, ტერმინოლოგიის, სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და ადაპტაციის ხელშეწყობის საკითხებზე 
  3. გაიმართა 8 დასაქმების ფორუმი (2 თითოეულ რეგიონში) 
  4. გაიმართა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 25 სხდომა
  5. გადამზადდა 22 ჟურნალისტი შშმ პირთა სწორად გაშუქების ტექნიკებში
  6. მოეწყო ჟურნალისტთა კონკურსი
  7. 24 სატელევიზიო და 8 რადიოგადაცემა, ასევე 26 საგაზეთო სტატია მომზადდა შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით

მიღწეული შედეგები:

  1. 719 დამსაქმებელი და 622 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა მონაცემთა ბაზაში
  2. 128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში
  3. 129 ბენეფიციარი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებელში
  4. დასაქმდა 173 ბენეფიციარი 
  5. შეიქმნა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 4 ჯგუფი 
  6. მომზადდა 3 ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემებზე


სახელი: სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

განხორციელების პერიოდი: 2016–2018

განხორციელების არეალი: აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt)
  3. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  4. საქართველოს არბაიტერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB)
  5. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”

სრული ბიუჯეტი: € 679 201

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 165 424 

მიზანი: სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობისთვის  და დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა. 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები, სამოქალაქო, ბიზნეს და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: მოქმედი სოციალური საწარმოები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 3–ჯერ ჩატარდა კონკურსი “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”
  2. 3–ჯერ ჩატარდა სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი
  3. მოეწყო სოციალურ საწარმოთა პროდუქციის 6 გამოფენა–გაყიდვა
  4. 95–მა პოტენციურმა სოციალურმა მეწარმემ გაიარა ინტენსიური ტრენინგ–კურსი
  5. 20–მა მოქმედმა სოციალურმა საწარმომ მიიღო მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება

მიღწეული შედეგები:

  1. დაფუძნდა “სოციალურ საწარმოთა ალიანსი”
  2. შეიქმნა “სოციალურ საწარმოთა ალიანსის” ვებ–გვერდი
  3. გამოიცა სოციალური საწარმოების კატალოგი
  4. დაფინანსდა 14 სოციალური საწარმო
  5. გამოიცა სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო
  6. მომზადდა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის დოკუმენტი
  7. სამთავრობო უწყებებისთვის მომზადდა რეკომენდაციები მხარდაჭერის მექანიზმების განვითარების შესახებ
  8. საერთაშორისო  ექსპერტების მონაწილეობის ჩატარდა კონფერენცია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების თემაზე
  9. პროექტის ასოცირებული პარტნიორის, მი–სო “კრისტალის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოებისთვის გაიზარდა მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა
  10. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქართულ ენაზე მომზადდა ინფორმაციული დოკუმენტები “Venture Philanthropy” და “Impact Invesment”–ის კონცეფცის შესახებ

სახელი: შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სრული ბიუჯეტი: ₾ 10 000

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾ 10 000

მიზანი: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა მობილიზება, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში გადამზადება და დაუფლებული პროფესიის შესაბამისად შრომის ღია ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა სამუშაოს მაძიებელი 34 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  2. 30–მა პირმა გაიარა „პროფესიული ორიენტაციის და კარიერი დაგეგმარების“ 2 დღიანი ტრენინგი
  3. 10 პირი ჩაერთო სასწავლო პროფესიულ პროგრამაში

მიღწეული შედეგები:

  1. 10 პირი ჩაერთო სასწავლო პროფესიულ პროგრამაში
  2. 7 პირი ჩაირიცხა საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია”
  3. 6–მა პირმა ისარგებლა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით
  4. 3 მათგანი დასაქმდა ადგილზე
  5. მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთაგან დასაქმდა 3 ბენეფიციარი


სახელი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: ₾ 16 000

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾ 16 000

მიზანი: აჭარის რეგიონში მცხოვრები, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა მობილიზება, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში გადამზადება და დაუფლებული პროფესიის შესაბამისად შრომის ღია ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: აჭარის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა 56 პირის შრომითი და პროფესიული უნარები
  2. ჩატარდა „პროფესიული ორიენტაციის და კარიერი დაგეგმვის“ ტრენინგები

მიღწეული შედეგები:

  1. 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს.
  2. კურსების დასრულების შემდეგ ბენეფიციარები ჩაერთნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“ და სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“ განხორციელდა.
  3. 4 პირი დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე


სახელი: ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის მმართველი!

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
  2. ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
  3. ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის (EBZ)
  4. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)

მიზანი: იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდების გადამზადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე სახლის მმართველის (ჰაუსმასტერების) მომზადება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 30 ახალგაზრდისთვის მოეწყო 3-თვიანი სასწავლო კურსი
  2. 8 ახალგაზრდა გაემგზავრა გერმანიაში სასწავლო ვიზიტით 

მიღწეული შედეგები:

  1. 30-მა ახალგაზრდამ აიმაღლა ცოდნა და განივითარა შესაძლებლობები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, საერთო ქონების მოვლისა და განკარგვის, კონფლიქტების მართვისა და პრევენციის თემებზე
  2. 30 ახალგაზრდა დაეუფლა ჰაუსმასტერის პროფესიას 
  3. 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა გერმანიაში და გაეცნო სახლის მოვლის გერმანულ გამოცდილებას, რომელიც დაინერგა იმერეთის რეგიონში 

სახელი: დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფეტური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის

განხორციელების პერიოდი: 2015–2016

განხორციელების არეალი: მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი), იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აჭარის ა.რ. (ბათუმი)

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)
  3. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” (CHCA)

სრული ბიუჯეტი: 

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 

მიზანი: ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი თემის წარმომადგენლები, შშმ სტატუსის მქონე ომის ვეტერანები.

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი/ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები და ეკომიგრანტები.

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა ბიზნესის ინკუბატორი დევნილთა სტარტაპებისთვის;
  2. 224 ბენეფიციარი დარეგისტრირდა ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობისთვის და ბიზნეს იდეების განხორციელება-განვითარებისთვის;
  3. შეიქმნა სათემო ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელი;
  4. ჩატარდა 8 ტრენინგი 130 ადამიანის მონაწილეობით;
  5. 71 დევნილი დაესწრო კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების, დასაქმებისა და თვითდასაქმების ტრენინგებს;
  6. 16 მათგანი დასაქმდა;
  7. შეიქმნა 6 ახალი საზოგადოების ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც გააქტიურდა სახლის მესაკუთრეთა ხუთი პარტნიორობა.
  8. 16 ადამიანი ჩაერთო სტაჟირების პროგრამებში;
  9. 63 სხვადასხვა კატეგორიის გრანტი გაიცა.