ბავშვთა დაცვა


ბავშვთა დაცვის პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ორგანიზაციის ეს მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს და ხელს უწყობს მათი ოჯახების გაძლიერებას. 

სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს. 

სახელი: ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“

განხორციელების პერიოდი: 2008 წლიდან დღემდე

განხორციელების არეალი: ქუთაისის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; საერთაშორისო დონორები; ადგილობრივი ბიზნესი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: ყოველწლიურად პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 95 927 ლარი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, პირები, საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, კერძო სექტორი.

ბენეფიციარები: 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები

დაგეგმილი აქტივობები: 

  1. განვითარების ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა-განხორციელება;
  2. დამხმარე ადაპტაციური საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ისეთ სპეციალურ ავეჯს, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და პირებს უკეთ გამოიყენონ თავისი უნარები და შესაძლებლობები;
  3. ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ ჩართვა სხადასხვა ტიპის ინტეგრირებულ ღონისძიებებში (სასწავლო ვიზიტები, ინტეგრირებული აქტივობები, სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები; შემეცნებითი ღონისძიებები და სხვა) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
  4. ჩართვა სხვადასხვა სახის თერაპიულ - შრომით და სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს მის სოციალურ - ადაპტაციური (მათ შორის საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას;
  5. ინტეგრირებული აქტივობები (ხატვა, სიმღერა, ფიზიკური მომზადება, შრომითი სწავლება);
  6. პროფესიული და სახელობო უნარ - ჩვევების განვითარება;
  7. დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ - ჩვევების სწავლება;
  8. განვითარების ხელშეწყობის მიზნით მშობლებთან და მეურვეებთან ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენება და ბავშვზე ზრუნვის უნარჩვევების განვითარება;
  9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლება და მომზადებაინკლუზიური სწავლებისათვის; 

სახელი: სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ლამპარი“

განხორციელების პერიოდი: 2009 წლიდან დღემდე

განხორციელების არეალი: სამტრედიის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; საერთაშორისო დონორები; ადგილობრივი ბიზნესი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: ყოველწლიურად პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 63 727 ლარი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, პირები, საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, კერძო სექტორი.

ბენეფიციარები: 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები

ზოგადი აქტივობები: (იხილეთ ქუთაისის დღის ცენტრის აქტივობები)

სახელი: თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „საპოვნელა“

განხორციელების პერიოდი: 2009 წლიდან დღემდე

განხორციელების არეალი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; საერთაშორისო დონორები; ადგილობრივი ბიზნესი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: ყოველწლიურად პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 57 382 ლარი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, პირები, საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, კერძო სექტორი.

ბენეფიციარები: 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები

ზოგადი აქტივობები: (იხილეთ ქუთაისის დღის ცენტრის აქტივობები) 

სახელი: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი „იალონი“

განხორციელების პერიოდი: 2017 წლიდან დღემდე

განხორციელების არეალი: მცხეთა–მთიანეთის რეგიონი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი თბილისი.

დონორები/პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობები; საერთაშორისო დონორები; ადგილობრივი ბიზნესი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: ყოველწლიურად პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 107 087 ლარი

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, პირები, საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, კერძო სექტორი.

ბენეფიციარები: 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები

ზოგადი აქტივობები: (იხილეთ ქუთაისის დღის ცენტრის აქტივობები)

სახელი: მშობელთა გაძლიერება და ადგილობრივი რესურსების ეფექტური კოორდინაცია

განხორციელების პერიოდი: 2012 

განხორციელების არეალი: იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: Save the children International - ის საქართველოს წარმომადგენლობა

სრული ბიუჯეტი: ₾ 14 782

პროექტის განსახორციელებლად EDEC- ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾ 14 782

მიზანი: შშმ ბავშვთა მშობლების ჩართულობის გაზრდა თავიანთი შვილების უფლებების დაცვასა და ადვოკარტირების პროცესში.

სამიზნე ჯგუფი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, სოციალური მომსახურების სააგენტო

ბენეფიციარები: თერჯოლის მუნიციპალიტეტსი მცხოვრები მშობლები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა ტრენინგები საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და მშობელთა ჯგუფებისათვის 
  2. განხორციელდა საინფორმაციო კამპანია უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით
  3. ადგილობრივ ბიუჯეტში შშმ პირებისათვის საჭირო ხარჯების ასახვის ადვოკატირება და ლობირება 

მიღწეული შედეგები: 

  1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მშობელთა კლუბი 
  2. შეიქმნა შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებული საკოორდინაციო საბჭო


სახელი: ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლების მოდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

განხორციელების პერიოდი: 2010-2011

განხორციელების არეალი: იმერეთი, ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: World Vision საქართველოს წარმომადგენლობა

სრული ბიუჯეტი: ₾ 26 699

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ₾ 26 699 

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: განათლებისა და მეცნიერების სამონისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა

ბენეფიციარები: 7– დან 11 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

განხორციელებული აქტივობები:

  1. გადამზადნენ პედაგოგები ინკლუზიური და ინტეგრირებული სწავლების ტექნიკებში
  2. მომზადდა  სპეციალური სასწავლო პროგრამა ინტეგრირებული კლასისათვის

მიღწეული შედეგები: 

  1. გაიხსნა საპილოტე ინტეგრირებული კლასი
  2. დაინერგა ინკლუზიური განათლების ახალი მოდელი

სახელი: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლით მომსახურების პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 2010

განხორციელების არეალი: იმერეთი, ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო

სრული ბიუჯეტი:  70 162

პროექტის განსახორციელებლად EDEC - ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:  70 162

მიზანი: მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემათა გადაწყვეტა და ბავშვის უფლებათა კონვენციის პრაქტიკულ განხორციელება საქართველოში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნეს სექტორი

ბენეფიციარები: მინდობით აღზრდაში განთავსებას დაქვემდებარებული, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ოჯახის გაძლიერება, ბენეფიციართა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით
  2. ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
  3. ბენეფიციართა ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებაში გადაყვანის ხელშეწყობა

მიღწეული შედეგები:

  1. განხორციელდა მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება