ადვოკატირების ფორუმი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ადვოკატირების ფორუმი ,,მეწარმეობა და დასაქმების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის“, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ–ში, პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი სამთავრობო უწყებებისათვის და მათი გათვალისწინება მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში, საბოლოოდ კი ახალგაზრდებისთვის მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება.

ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარის ლიკა კილაძის მისასალმებელი სიტყვით. „ფორუმი დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დიალოგის ხელშეწყობისთვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ახალგაზრდების კეთილდღეობაზე პირდაპირი ფორმით აისახება პოლიტიკის ცვლილება, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორში, ასევე, სერვისების განვითარების სფეროში. ადვოკატირების ფორუმის საშუალებით, ახალგაზრდები შეძლებენ პირდაპირი ფორმით ჩაერთონ რეკომენდაციების მომზადების პროცესში და ამ გზით, ხელი შეუწყონ მათივე საჭიროებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ფორმირებას“ – ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე.

ადვოკატირების ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ახალგაზრდების სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ–ს რექტორმა გია კავთელიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სულ 150–მა მონაწილემ – ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფორუმის მონაწილეებმა პრობლემების იდენტიფიცირების, პრიორიტეტების გამოვლენისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მცირე ჯგუფებში რამდენიმე მიმართულებით იმუშავეს. ღონისძიება შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენითა და ფორუმის შედეგების შეჯამებით დასრულდა.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content