ჩვენი მისია
არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
ჩვენი ფასეულობები
თანაბარი
შესაძლებლობები
სამართლიანობა
გამჭვირვალობა
თავისუფალი
არჩევანის
უფლება
პარტნიორობა
პროგრამული მიმართულებები
ჩვენი გუნდი
ლიკა კილაძე
გამგეობის თავმჯდომარე
ნათია ნამიჭეიშილი
აღმასრულებელი დირექტორი
ირმა ძნელაძე
ფინანსური მენეჯერი
ფილიპ ბინეკი
ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
ნანა წოწონავა
პროგრამის კოორდინატორი
ქეთი ქიტიაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნატა კაპატაძე
სოციალური მედიის და კომუნიკაციის კოორდინატორი
დიმიტრი შარაშენიძე
ფინანსური ასისტენტი
სოფიო კუპატაძე
პროგრამის კოორდინატორი
სოფო ონიანი
კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი
მაკა ჩინიჯიშვილი
„დროის ბანკის“ ექსპერტი
ავთანდილ მაჩიტაძე
„დროის ბანკის“ ექსპერტი
ეკა არველაძე
პროექტის კოორდინატორი
თეა შელია
პროგრამის კოორდინატორი
———————–
ფონდების მოძიების კოორდინატორი
მარიამ ლომიძე
ოფისის მენეჯერი
ნინო კაკაბაძე
ადმინისტრაციული ასისტენტი
ავთანდილ ქობულაძე
ლოჯისტიკი
ანდრო აგაბაშვილი
ბიზნეს კონსულტანტი
გიორგი ჭუმბურიძე
ბიზნეს კონსულტანტი
——————–
მშვიდობის კორპუსის მოხალისე
ნინო მეგრელიშვილი
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
ნინო გვაგვალია
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
გოჩა ჩიხლაძე
მძღოლი
კობა ლანჩავა
მძღოლი
ლევან გაბადაძე
მძღოლი
ინეზა შალამბერიძე
დიასახლისი
თამარ ბაკურაძე
დღის ცენტრის პედაგოგი
ნათია ჩუბინიძე
დღის ცენტრის პედაგოგი
ირმა ლალიაშვილი
დღის ცენტრის ფსიქოლოგი
გვანცა დარახველიძე
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
მაია ფირცხალავა
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
თენგო ბრეგაძე
დღის ცენტის მძღოლი
ნათია გოგონაძე
დღის ცენტრის პედაგოგი
სვეტლანა ძნელაძე
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
შუქია თვალაბეიშვილი
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
თამაზ ცაგარეიშვილი
დღის ცენტის მძღოლი
ნინო გელაშვილი
დღის ცენტრის პედაგოგი
ელზა ბუცხრიკიძე
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
დიმიტრი ბერუაშვილი
დღის ცენტის მძღოლი
თამუნა პატაშური
დღის ცენტრის პედაგოგი
თამარ კასრაძე
დღის ცენტრის პედაგოგი
ნანა მენაბდე
დღის ცენტრის ადმინისტრატორი
შორენა მაისურაძე
დღის ცენტრის ფსიქოლოგი
დარიკო გელაშვილი
დღის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
კობა კასრაძე
დღის ცენტის მძღოლი
ისტორია
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას წინ უძღვის „ქუთაისის ახალგაზრდული სათემო ცენტრის“ სახელით სამწლიანი მუშაობის ისტორია. ახალგაზრდული სათემო ცენტრი World Vision საქართველოს მიერ 2004 წელს დაარსდა და საქართველოს მთავრობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურებოდა, რაც ბავშვთა სახლების რეორგანიზაციას, ბავშვთა მიტოვების პრევენციას, მათ შვილობილობასა და ალტერნატიული ზრუნვის სერვისებში ჩართვას გულისხმობდა. სათემო ცენტრი ადმინისტრირებას უწევდა საპილოტე მცირე საოჯახო ტიპის სახლებს“, სადაც ბავშვთა სახლების ყოფილი აღსაზრდელები სრულწლოვანებამდე ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ, მზრუნველ გარემოში ცხოვრობდნენ. ცენტრი სოციალურად დაუცველ ოჯახებს აძლიერებდა, ეხმარებოდა საარსებო წყაროების მოძიებასა და ეკონომიკური თვითკმარობის მიღწევაში.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2008 წლის 10 იანვარს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ორგანიზაცია ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სათემო ჩართულობის ამაღლების, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების და რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით აქტიურად მუშაობს. 2017 წელს რებრენდირების შემდეგ, ცენტრი ბენეფიციარებსა და პარტნიორებს განახლებული იმიჯითა და შემართებით ემსახურება.
დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, განათლების, ბავშვთა დაცვის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სათავო ოფისი ქუთაისში მდებარეობს, ხოლო ოფისები/წარმომადგენლობები –ზუგდიდში, გორში, თერჯოლაში, სამტრედიასა და საგურამოში.
გასული წლების განმავლობაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დააგროვა, როგორც სოფლად, ისე ქალაქად მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდილება უფლებების დაცვის, განათლების, დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ირგვლივ. ორგანიზაციის ისტორია 60-ზე მეტ წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის. ცენტრი 50–ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ინსტიტუციონალურად ძლიერი ორგანიზაციაა.
2020
COVID-19 კრიზისის დროს დისტანციური სწავლებისას არსებული გამოწვევების დაძლევის მეთოდების განვითარება.
2019
დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების განვითარება და განხორციელება
2018
ქართულ ენაზე ადაპტირებული ორმხრივი მოხალისეობის საერთაშორისო პლატფორმის „დროის ბანკის“ შექმნა
2017
მოხალისეობის კულტურის პოპუარიზაციისა და განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების დანერგვა
2016
სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა
2015
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესაძლებლობების განვითარება
2014
იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდამჭერი სერვისების განვითარება
2013
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული დასაქმების მოდელის დანერგვა
2012
ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა
2011
მოქალაქეთა მონაწილეობაზე დაფუძნებული ბიუჯეტირების მოდელის დანერგვა ქუთაისში
2010
სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება სკოლებში
2009
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სერვისების განვითარება
2008
დეინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში
როგორ ვმუშაობთ

ადამიანების გაძლიერება
განათლების, კარიერული შესაძლებლობების, მენტორინგის და ადვოკატირების სერვისების უზრუნველყოფით, ჩვენ ვაძლიერებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც განიცდიან სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტექნოლოგიური თუ გარემოსთან დაკავშირებული რესურსების ნაკლებობას, ან აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ პრობლემებს.
სინერგიების შექმნა
ჩვენ ვქმნით სინერგიებს საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის უკეთესი შედეგების მისაღწევად. კავშირების გაძლიერებისა და რესურსების გაერთიანების გზით, ჩვენ ვაუმჯობესებთ სერვისებს და ვზრდით მათზე წვდომას.


შესაძლებლობების შექმნა
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობს და ამგვარად ვაძლიერებთ საზოგადოებას. ჩვენ ვეძებთ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, მიზნებსა და ენთუზიაზმს, ვთანამშრომლობთ, რათა არა მხოლოდ გადავჭრათ დღევანდელი პრობლემები, არამედ გავაძლიეროთ ადამიანები, რომლებიც გაუმკლავდებიან ხვალინდელ გამოწვევებს.
ინოვაციების დანერგვა
კვლევისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადაპტირების გზით, ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ მიდგომებსა და პროგრამებს საგანმანათლებლო პროცესის, კარიერული განვითარების შესაძლებლობების და საზოგადოებრივი სერვისების ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ჯილდოები
2019
2018
2018
2018
2017
2017
2017
2016
2016
2014
2014
2010
2007