აიმაღლე კვალიფიკაცია

EDEC-ი პროფესიული განათლების პროგრამების ფარგლებში გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგებს რომელიც პრაქტიკული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამების ფარგლებში, თქვენ შეძლებთ:

  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია
  • დაგეგმოთ კარიერა ჩვენი მხარდაჭერით
  • გადადგათ ნაბიჯი უკეთესი მომალისთვის
  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა
  • გახდეთ წარმატებული
ლურჯი მოცვის აგროკონსულტანტი
ლურჯი მოცვის აგრო კონსულტანტის პროფესიული პროგრამით სამეგრელოში მცხოვრები 23 ახალგაზრდა გადამზადდა. მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს. 15 ახალგაზრდა დასაქმდა.
ვეტერინარ ტექნიკოსი
ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამაში შიდა ქართლში 13–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 9 მათგანი დღეს წარმატებითაა დასაქმებული რეგიონში არსებულ ვეტერინარულ მაღაზიებში, აფთიაქებსა და კლინიკებში.
საბავშვო ბაღის აღმზრდელი
საბავშვო ბაღის მოკლევადიანი სასწავლო კურსი შიდა ქართლში მცხოვრებმა 13–მა ახალგაზრდამ გაიარა. კურსის 5 ბენეფიციარი წარმატებით დასაქმდა.
ფარმაცევტის თანაშემწე
ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში მცხოვრები 17 ახალგაზრდა გადამზადდა. პროგრამის სტაჟირებაში ჩართლი იყო 4 აფთიაქი. კურსის დასრულების შემდეგ 9 ახალგაზრდა დასაქმდა.
მცხობელი
მცხობელის დუალური პროგრამის ფარგლებში, edec-მა ითანამშრომლა თანამედროვე საკონდიტრო საწარმოსთან „ფუდ ალიანსი“. საწარმოსთან მჭირდო თანამშრომლობით, წარმატებით განხორციელებული პროგრამის შედეგად, 14 გადამზადებული ახალგაზრდიდან 10 – დასაქმდა.
Skip to content