განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით, 9 ივლისს ქუთაისში, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებთათვის მეტყველების თერაპევტის უფასო კონსულტაცია გაიმართა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
უფასო გასინჯვის აქციის მიზანია – მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენა, დიაგნოსტიკა, მიზეზის დადგენა და პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის დასახვა.