ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა

3 მაისს, ამბროლაურში, ფონდ აფხაზინტერკონტის ოფისში (AIC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფასილიტატორთა ტრენინგი გამართა, რომლის მიზანი იყო დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა და ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს. ფასილიტატორთა შერჩევა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელდა. შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

16 მაისს, კოლეჯში „იბერია“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული ქუთაისის საჯარო სკოლების (41; 9; 33; 29; 17) მოსწავლეები გააერთიანა. პროფესიებით დაინტერესებულ
„ჩემი იდეა იყო შემექმნა საბანაკე ტიპის ორთვიანი აკადემია, სადაც სკოლის მოსწავლეები ნულოვანი გამოცდილებით დაიწყებდნენ ყველა იმ უნარის შესწავლას და გამოყენებას, რომელიც წაახალისებდა და გააუმჯობესებდა
ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
Skip to content